ჩქაროსნული გზის რუისი–აგარას მონაკვეთი გაიხსნა
საზოგადოება - 17:25, 16 Dec, 2015     1175

16 დეკემბერს, 15:00 საათზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ მიმართულებაზე გადაერთო. ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე რუისი–აგარას 19.5 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთი გაიხსნა.

ახალი გზა, ოფიციალურად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა გახსნეს. ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ გასვიანი, ჩინური კომპანიის გენერალური მენეჯერის მოადგილე ჰუან ფენ ციუ და ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელი ჯიაო ხუაი სინი.

პროექტის ფარგლებში აშენდა: ოთხ ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 5 გზაგამტარი -ორდონიანი გადაკვეთებით და 3 პარალელური სახიდე გადასასვლელი.

სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის დეკემბერში დაიწყო და მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტზე, რომლის ღირებულება 70 მილიონ ლარია, 500-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.

რუისი–აგარის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, აღნიშნულ მიმართულებაზე გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობა და მოძრაობა უფრო უსაფრთხო გახდება.

მშენებლობა ჩინურმა კომპანიამ „ჩაინა ნუქლიარ ინდასთრი 23“-მა განახორციელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42