13 დეკემბერს, მოსკოვის ცენტრში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ჰაი კლასის კლუბში „Rose Bar“, რომლის მფლობელიც ცნობილი მილიონერის ვაჟი, ილხამ ალიევის ყოფილ სიძე, ემინ აგალაროვია, მოეწყო ქართველი მომღერლის, სალის ახალი კლიპის „დომინოს ეფექტის“ პრეზენტაცია. კლიპში გადაღებულია, პოპულარული მსახიობი, გოშა კუცენკო, რომელიც პრეზენტაციაზე გვერდიდან არ შორდებოდა ქართველ მომღერალს. ძალიან ბევრი ცნობილი სახე სტუმრობდა იმ დღეს „Rose Bar“-ს. პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. სტუმართა შორის 42 მასმედიის წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომლებმაც აქტიურად გააშუქეს ქართველი მომღერლის პირველი კლიპი. სტუმრებმა ასევე ერთხმად აღნიშნეს ისიც, რომ სალი ძალიან გემოვნებიანი გოგონაა. მან პრეზენტაციის მსვლელობის დროს კაბა ორჯერ გამოიცვალა. სტუმრებისთვის კი ორივე ჩაცმულობა ეფექტური აღმოჩნდა. სალიმ მასმედიის ყურადღება ლაპარაკის მანერითა და ქართული აქცენტითაც მიიქცია. თუმცა ეს ყველაფერი მას საერთოდაც არ ზღუდავს, პირიქით, მისი ქართული აქცენტი ძალიან მოსწონთ, რასაც როგორც შევიტყვეთ ჟურნალისტები ხშირად აღნიშნავენ.
25 წლის ბათუმელი გოგონა, რომელიც საკმაოდ მალე გახდა პოპულარული რუსულ შოუ-ბიზნესში, დაგეგმილი აქვს გოშა კუცენკოსთან ერთად კიდევ ერთი ახალი კლიპის გადაღებას, რომელიც იმედია არანაკლებ ხმაურიანი იქნება. ამჯერად კუცენკოსთან ერთად დუეტი კეთდება, რომელზეც ზაფხულში ბათუმშია კლიპის გადაღება დაგეგმილი. პრეზენტაციაზე კი სალიმ და გოშამ სტუმრებისთვის ეს სიმღერა უკვე შეასრულეს.
სხვათა შორის იმის გარდა, რომ სალისა და გოშას რომანზე ხალხი აქტიურტად ალაპარაკდა, ბოლო დროს სალის ირგვლის ახალი ჭორიც გავრცელდა. მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტოები ემინ აგალაროვთან ერთად გადაღებული, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი სასურველი სასიძოა, ხალხმა ჭორაობა დაიწყო. ხოლო როცა გაიგეს, რომ სალის კლიპის პრეზენტაცია სწორედ ემინის კლუბში გაიმართა, გადაწყვიტეს, რომ რაღაც ხდება და უკვე მათ რომანზე ალაპარაკდნენ. თუმცა რა ხდება რეალურად ქართველ გოგონასა და ამ პოპულარულ მამაკაცებს შორის ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის.
მარიკა ხიდურელი










მასალის გამოყენების პირობები






