კომპანია თელასის ცნობით სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
დიდგორის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს (სულ 1 184 აბონენტს).
დიდუბის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვანის ქუჩის მაცხოვრებლებს (სულ 345 აბონენტს).
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის I კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს (სულ 845 აბონენტს).
მთაწმინდის რაიონი
სარეზერვო კაბელის აღდგენის მიზნით 02 საათიდან 06 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირზე მდებარე ყოფილი ცენტრალური ტელეგრაფის შენობას და მიმდებარე ტერიტორიას (სულ 8 აბონენტს).
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






