უკვე ერთი საათია საპროტესტო აქცია მიმდინარეობს გორში. იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარშუტო ტაქსების მძღოლები არიან შეკრებილები, რომლებიც ბოლო დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გახშირებულ დაჯარიმების შემთხვევებს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, დაჯარიმების მიზეზი ხშირად მგზავრების მოთხოვნა ხდება. კერძოდ, საუბარია სამარშუტო ტაქსის იმ ადგილებში გაჩერებაზე, სადაც მოსაცდელი ჯიხურები არ დგას.
50-მდე მძღოლი მოითხოვს, რომ შსს-მ უფლება მისცეს მოქალაქეებს სამარშუტო ტაქსები იმ ადგილებშიც შეუჩერონ, სადაც მოსაცდელი ჯიხურები არ დგას.
"ისედაც დაძაბული სამსახურები გვაქვს, მძღოლები ვართ. მგზავრი მიზის მანქანაში მეუბნევა აქ გამიჩერე, არ ვუჩერებ ვიცი, რომ არ შეიძლება მაგრამ მლანძღავს, თუ გავუჩერე პატრული მოდის და მაჯარიმებს. გაგვანებონ თავი, გვამუშაონ, თორემ შევწყვეტთ მუშაობას და მერიასთან ჩამოვსხდებით ყველანი", - ამბობს ზვიად ჩიხლაძე ,,ნიუპოსტთან" საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






