იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ევროპაში აღიარებული ნევროლოგთა გუნდი ეწვია. ერთ-ერთი უმსხვილესი პედიატრიული ცენტრის, ნეირომეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ევროპაში პედიატრიული ეპილეფსიის აღიარებული ექსპერტის პროფ. ფედერიკო ვიჯევანო და ეპილეფსიის პროგრამის ხელმძღვანელი ნიკოლა სპეკიოსი ქართველ კოლეგებს შეხვდენენ და მედიცინის ამ სფეროში შემუშავებული თანამედროვე მეთოდები გააცნეს.
იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ნეირომეცნიერების დეპარტამენტს 2003 წლიდან აქვს პარტნიორული თანამშრომლობა იტალიის ქ. რომის ბავშვთა საავადმყოფოს ნეირო-მეცნიერების დეპარტამენტთან.
პარტნიორობის ფარგლებში იაშვილის საავადმყოფოს ნეირომეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და მისი თანამშრომლების რეგულარული ვიზიტები საგანმანათლებლო ლექციებით და რთული შემთხვევების ერთობლივი განხილვა ხდება. ტექნოლოგიური აღჭურვა მოხდა- ვიდეო ეეგ ტექნიკით 2008 და 2012 წლებში. ნეირომეცნიერების დეპ.. ვიზიტები განხოციელდა 2005, 2007, 2009, 2011, 2014 წელს. ჩვენი საავადმყოფოს თანამშრომლები გადამზადდა კლინიკური ეპილეფტოლოგიის მიმართულებით.
პროგრამის ფარგლებში იაშვილის საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტების განხილმა შედგება და გაიმართება ლექციები ქართველი კოლეგებისთვის თემით:
ჩვილობის ფოკალური ეპილეფსიები და მათი მართვა-მედიკამენტური, ქირურგიული, ალტერნატიული ნ. სპეკიო ეპილეფსიური ენცეფალოპათიები-ფ. ვიჯევანო. ასევე რთული პაციენტების განხილვა.
მასალის გამოყენების პირობები






