იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან შეკრებილი. ისინი ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევას ეწინააღმდეგებიან.
ადგილზე შეკრებილები ლევან მურუსიძის წარსულს იხსენებენ. როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნას ხელი არ უნდა მოაწერს.
„ეს არის ქართული სამოქალაქო საზოგადოების სირცხვილი, რომ ამ ადამიანს მოუნდა განმწესდეს მოსამართლედ. მის სახელთან დაკავშირებულია ბევრი უკანონობა. ეს არის სამარცხვინო“, - განაცხადა „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა გრძელდება. კანდიდატების ნაწილს ამ წუთებში მოუსმენენ. მათ შორის არის ლევან მურუსიძე, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები






