გოგა რაზმაძე შსს-ს აკადემიის მაგისტრანტებსა და კურსანტებს შეხვდა
საზოგადოება - 09:50, 15 Dec, 2015     1019

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს პროექტის „გზა წარმატებისაკენ“ ფარგლებში, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გოგა რაზმაძემ შსს-ს აკადემიის მაგისტრანტებისა და მსმენელებისთვის ლექცია ჩაატარა.

საპატრულო პოლიციის დირექტორმა ლექციაზე თავის განვლილ კარიერულ გზაზე, საზოგადოებაში პოლიციელის როლის მნიშვნელობასა და საპატრულო პოლიციის სპეციფიკაზე ისაუბრა. გოგა რაზმაძე მსმენელებს ასევე ესაუბრა საპატრულო პოლიციის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

ლექციის შემდეგ შსს-ს აკადემიის მაგისტრანტებმა და მსმენელებმა გოგა რაზმაძეს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს და მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით არა ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მიიღეს.

პროექტი შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული წარმატებული ადამიანები შსს-ს აკადემიის სტუდენტებსა და მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. მსგავსი სახის შეხვედრა უკვე მეორედ გაიმართა. ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს შსს-ს მომავალ თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42