რა შემთხვევაში მოხდება მანქანის სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანა - კანონში ცვლილებებია
საზოგადოება - 15:17, 14 Dec, 2015     6589

სპეციალურ ავტოსადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანის შესაძლებლობები კიდევ უფრო კონკრეტდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის განხილვაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოეწყო. საკითხის ინიციატორის, პარლამენტის წევრის, სოსო ჯაჭვლიანის ინფორმაციით, მოქმედი კანონიდან ამოდის „თუ ქმნის საავარიო სიტუაციას“ ჩანაწერი, რაც „სითი პარკს“ სატრანსპორტო საშუალების ევაკუირების შესაძლებლობას აძლევდა. მისივე განცხადებით, წარმოდგენილ კანონპროექტს დაემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც „სითი პარკს" აეკრძალება ავტომობილის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა თუ ის ამკრძალავი ნიშნის „დგომა-გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნას არღვევს, მაგრამ არ აფერხებს საავტომობილო მოძრაობას და არ ქმნის საცობს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, კომიტეტისთვის მისაღებია წარმოდგენილი ცვლილებები, თუმცა მასში ქვეითად მოსიარულეთა უფლებების დაცვაზე საუბარი არ არის, რაც უფლებრივ დისბალანსს წარმოშობს. მან საკითხის ინიციატორს პროექტში იმ მუხლის დამატების რეკომენდაციით მიმართა, რაც ავტომობილის ტროტუარზე გაჩერებისას ქვეითთა გადაადგილების შეფერხების შემთხვევაში, მის ევაკუაციას შეეხებოდა. ეკა ბესელიას განცხადებით, კანონში აღნიშნული ჩანაწერის გაკეთებით დაცული იქნება ფეხით მოსიარულეთა და განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები.

კომიტეტის ეს ერთადერთი შენიშვნა კანონპროექტის ინიციატორმა სრულად გაიზიარა და პროექტში შესაბამისი ჩანაწერით ასახა. კომიტეტის მხრიდან სხვა შენიშვნა/რეკომენდაცია საკითხის მიმართ არ გამოთქმულა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძის შეფასებით, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები მისთვის სრულიად მისაღებია, რადგან „სითი პარკის“ მოქმედებები მაქსიმალურ ჩარჩოებში უნდა მოექცეს. „დედაქალაქში „სითი პარკის“ შემოსვლის დღიდან ადამიანის უფლებები ტოტალურად ირღვევა და კომპანია მონსტრ ორგანიზაციად გადაიქცა, რომელიც ზემოგების სანაცვლოდ ქალაქში პარკირების მოწესრიგების უზრუნველსაყოფად ფაქტიურად არაფერს არ აკეთებს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები შინაგან საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმაც გამოთქვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42