"არჩევნები ჯანსაღ გარემოში უნდა ჩატარდეს" - ირაკლი აბუსერიძე განცხადებას ავრცელებს
სპორტი - 12:24, 14 Dec, 2015     2700

რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი აბუსერიძე სოციალურ ქსელში რაგბის კავშირის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, არჩევნები ჯანსაღ გარემოში უნდა ჩატარდეს.

„დღესდღეობით ქართული რაგბი წარმატებასთან ასოცირდება. ბედნიერი ვარ, რომ 16 წლის ასაკში არჩევანი, სწორედ სპორტის ამ ვაჟკაცურ და ღირსეულ სახეობაზე გავაკეთე. ამ პერიოდში ქართული რაგბი, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო, თუმცა ჩვენმა მორაგბეებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანაში რაგბისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილიყო. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოში ბოლო დროის ერთერთი ყველაზე წარმატებული გუნდი გახდა. ამაყი ვარ, რომ სწორედ ამ გუნდის კაპიტანი 7 წელი ვიყავი, რაც ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იყო. კარიერის დასრულების შემდეგ, რაგბის კავშირის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე გავაგრძელე მუშაობა. სწორედ ამ პერიოდში, კიდევ უფრო მკვეთრად დავინახე ამ სფეროში არსებული ძირეული პროლემები. მაშინ როცა ქართული რაგბი მსოფლიოს ასპრეზზე ახალი გამოწვევების წინაშე დგას ვთვლი, რომ ჩემი და ჩემი გუნდის გამოცდილება, რაც წლების მანძლზე დაგვიგროვდა, ქართული რაგბის მომავალს უნდა მოვახმაროთ.

20 დეკემბერს ქართული სარაგბო ოჯახი კიდევ ერთხელ შეიკრიბება და გადაწყვეტილებას მიიღებს თუ ვინ უხელმძრვანელებს რაგბის კავშირს, მომდევნო 4 წლის მანძილზე. მინდა განვაცხადო, რომ ვემიჯნები საარჩევნი პროცესში ყველანაირ ჩარევას და ეს, რაგბის კავშირის გამგეობის სხდომაზეც დავაფიქსირე. გამგეობის წევრებმა, მათ შორის მე, ოფიციალურ წერილზე ხელმოწერით დავადასტურეთ, რომ არჩევნები ჯანსაღ გარემოში უნდა ჩატარდეს. მაქვს იმედი, რომ საარჩევნო პროცესი რაგბის თამაშის მთავარი პრინციპების გათვალისწინებით - კეთილსინდისიერად ჩაივლის“, - წერს აბუსერიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42