“აბრეშუმის რკინიგზა“ - ქვეყნის კეთილდღეობისათვის!
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:00, 13 Dec, 2015     1642

ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან, 29 ნოემბერს გამოსული ელექტრო ტექნიკით დატვირთული პირველი სატრანზიტო მატარებელი (რომელშიც 21 კონტეინერი შედის), საქართველოში შემოვიდა. საბოლოო ანიშნულების წერტილს კი სამი დღის ვადაში მიაღწევს. ტვირთის გადაზიდვა პროექტ "ნომად ექსპრესის" ფარგლებში ხორცილედება.

ჩინეთიდან - მატარებელმა გამოიარა შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, დღეს კი საქართველოს გავლით ჩავა თურქეთში. ეს არის პირველი ტრანზიტული ტვირთი და რეალურად განხორციელებული „აბრეშუმის გზის“ პროექტი. სამომავლოდ ტრანზიტული მატარებელი უმოკლეს დროში დააკავშირებს აზია - ევროპას. ჩინეთის უკუდურეს აღმოსავლეთ ნაწილიდან, პორტ ლინუნგანიდან წამოსული ტვირთი სტამბოლში მაქსიმუმ 14-15 დღეში ჩავა, ეს შესანიშნავი შედეგია იმ პირობებში, როცა იგივე დანიშნულების მისაღწევად, საზღვაო ხაზის გემს 40-45 დღე სჭირდება.

2013 წელს საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზების ინიციატივით დაფუძნდა სატარიფო კომიტეტი, რომელიც მიზნად ისახავს ტრანსკასპიური დერეფნის კონკურენტიუნარიანობის გაზრდას.

მოგვიანებით კომიტეტის ბაზაზე შექმნილ ახალ ლოგისტიკურ პროექტს - „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტი“ შეუერთდნენ აქტაუს, ბაქოს და ბათუმის პორტები. აღნიშნული გაერთიანების ფარგლებში არაერთხელ იქნა ინიცირებული და დამტკიცებული გამოჭოლი ტარიფები სხვადასხვა ტვირთზე, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა და გაამარტივა ტრანსპორტირება ჩვენს დერეფანში.

2015 წელს მონაწილეთა ინიციატივით დაფუძნდა კონსორციუმი, სადაც გაერთიანდნენ: ჩინეთიდან- გადამზიდავი კომპანია Mishgeng Logistics, ყაზახეთიდან - КТЖ экспресс, აზერბაიჯანიდან- კასპიის ზღვის სანაოსნო კომპანია კასპარი და ფორვარდერი Караван логистикс, საქართველოდან- ტრანსკავკასუს ტერმინალსი. თურქეთი კონსორციუმში, როგორც ასოცირებული წევრი ისეა წარმოდგენილი. შედეგად შეიქმნა ახალი ინტერმოდალური ალტერნატივა, რომელიც კონკუენციას გაუწევს დღემდე არსებულ მარშუტებს.

წლის ბოლომდე კიდევ ერთი ტრანზიტული მატარებლის მიღება მოხდება, ხოლო 2016 წლიდან აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება დამატებით რამოდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა დერეფანში. პროექტის ფარგლებში ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი ერთიორად იზრდება. სამომავლოდ იგეგმება თვეში საშუალოდ ორი ბლოკ მატარებლის გაშვება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42