საპატრიარქოს სკოლებისა და ბაგა ბაღების გაუსაძლის პირობებს პატრიარქი სინოდზე განიხილავს
საზოგადოება - 22:02, 13 Dec, 2015     2001
რა ვითარებაა საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ ბაგა-ბაღებში. პოსტსკრიპტუმი რამდენიმე სკოლასა და სკოლამდელ დაწესებულებაში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

გადამღები ჯუფი თავდაპირველად დაბა ხარაგაულში ჩავიდა. მეოთხე გიმნაზიაში მხოლოდ ერთი სასწავლო ოთახია გარემონტებული, დანარჩენი ოთახები კი სასწავლო პროცესისთვის შეუსაბამოა-კედლები დაბზარულია, ჭერიდან კი ბათქაში ცვივა.

სკოლაში გათბობისათვის შეშის ღუმელს იყენებენ, თუმცა ისიც გაუმართავია. საკლასო ოთახში კვამლის გამო მხედველობა გართულებულია. ღუმელში შეშას გაკვეთილის მიმდინარეობის დროს ბავშვები ალაგებენ.

სკოლის პედაგოგები ამბობენ, რომ მათი ხელფასები მწირია და მასაც თვეების დაგვიანებით იღებენ. ივნისის ხელფასი მათ ერთი კვირის წინ აიღეს.

სკოლაში ყვებიან, რომ საპატრირქოს გიმნაზიაში რაიონში ყველაზე მეტი მოსწავლე სწავლობს, ყველაზე მეტი მედალოსანი და ოლიმპიადაში გამარჯვებული ჰყავთ.

საპატრიარქოს გიმნაზია წმინდა სვიმონ კანანელის სასწავლო ცენტრის დაქვემდებარებაშია. ამ ცენტრს საპატრიარქო ერთი მილიონ ორასი ათასი ლარით აფინანსებდა, თუმცა, როგორც ადგილზე ჰყვებიან, ყოფილმა მეუფემ სპირიდონმა, რომელიც ღვთისმსახურებას ახლა სხალთაში ეწევა, ერთი ეპარქიიდან მეორეში გადასვლის შემდეგ ბიუჯეტიც თან გაიყოლა და სკოლა დაფინანსების გარეშე დატოვა.

შემდეგი ადგილი სადაც პოსტსკრიპტუმის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა ზესტაფონია. საპატრიაქოს დაქვემდებარებაში არსებულ ბაღებში ძალიან მძიმე ვითარებაა. მასწავლებელი რომელიც ბავშვებთან 8 საათს ატარებს ერთ საათში ხელფასის სახით 52 თეთრს იღებს, ხოლო ძიძა 41 თეთრს.

გარდა ამისა ბაღში კვების პრობლემებია. ბაღებს საკვების მომწოდებლებთან დავალიანება აქვთ, გამოყოფილი თანხა კი არასაკმარისია. ბავშვთა კვების მენიუში არ არის დატანილი არც ხილი და არც ტკბილეული.

ბაღის თანამშრომლებმა პრობლემებზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც მათ ყურადღება არავინ მიაქციათ. მათ უკვე გაგზავნეს განცხადება საპატრიარქოში. იმ შემთხვევაში თუ პასუხს არ მიიღებენ, საპატრიარქოში ჩასვლას და პატრიარქთან შეხვედრას მოითხოვენ.

ამ თემაზე განმარტება მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსმა გააკეთა. მეუფე მელქისედეკი ამბობს, რომ პირადად პატრიარქია ამ პრობლმის შესახებ ინფორმირებული და 22 დეკემბერს როდესაც ის თბილისში იქნება, სინოდის სხდომაზე უნდა განიხილონ 2016 წლის ბიუჯეტი და პირველ საკითხად უწმინდესი ამ სასწავლო დაწესებულებების პრობლემის დაყენებას გეგმავს.

,,ფაქტიურად დაფინანსების გარეშეა დარჩენილი ეს ყველაფერი, როდესაც ჩამოვედი უკვე განაწილებული იყო 2015 წლის ბიუჯეტი და ამ პრობლემის წინაშე დავდექით. მინდა გითხრათ, რომ ამ პრობლემის გადაჭრაში ჩართულაი უწმინდესი, იქნება სინოდის სხპოდმაზე განხილვა ბიუჯეტის და მაქსიმალურად მწამს და მჯერა, რომ იქნება გათვალსიწინებული პრობლემა და მოხდება სასწავლო დაწესებულების დაფინანსება" - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

წყარო: rustavi2.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42