მომღერალმა ნინი შერმადინმა ორი ახალი კლიპისა და მუსიკალური ალბომის პრეზენტაცია რესტორან „წისქვილში“ გამართა. მიწვეულ სტუმრებს შორის ბევრი ცნობილი სახე შეინიშნებოდა. საღამოს წამყვანი იყო ჟურნალისტი ნიკა ხაჩიძე, რომელიც იმ დღეს იუბილარი იყო. წინა დღეს ასევე იუბოლარი იყო ნინი შერმადინიც, საღამოს დასასრულს კი ახალი ალბომის გამოსახულებით ტორტიც გაიჭრა. რაც შეეხება ალბომს, მასში 10 ინგლისურენოვანი სიმღერაა შესული. სტუმრებისთვის ათივე სიმღერა ცოცალი შერულებით იმღერა ნინიმ, ხოლო რეპერტუარის დასრულების შემდეგ, ორი ქართული სიმღერა, ჯგუფ „სტუმრებთან“ ერთად შეასრულა.
ახალი ალბომი ამერიკისთვის გაკეთდა, რომლის საშუალებითაც შესაძლოა ნინის შემოქმედებით ცნობილი პროდიუსერები დაინტერესდნენ. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდი ნინი სწორედ ამერიკაში განაგრძობს მოღვაწეობას, რის გამოც პრეზენტაცაზე ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა დიზაინერ ფატუნა ბუშიჰედს. აღნიშნა ისიც რომ, რომ არა ფატუნა ის იქ ვერ აღმოჩნდებოდა. სწორედ ფატუნას დიზაინთ შექმნლი შავი ფერის კაბით წარდგა ნინი ალბომის პრეზენტაციაზე და უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან კარგადაც გამოიყურებოდა.
მასალის გამოყენების პირობები