ჩინეთს ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი აქვს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:50, 13 Dec, 2015     1578
პირველი მატარებლის შემოსვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე რამდენჯერმე აღინიშნა ახალი აბრეშუმის გზის მნიშვნელობა პროექტში მონაწილე ქვეყნებისა და მთლიანად რეგიონისთვის, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ამ პროექტის განხორციელებისთვის და ის მნიშვნელოვანი ვიზიტები, რომელიც ხელს უწყობს საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. ეკონომიკის მინისტრის თქმით, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, რის დამადასტურებელ მემორანდუმსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გასულ კვირას პეკინში ვიზიტისას მოაწერა ხელი.

„ჩინეთში ჩემი ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი. მათ შორის ერთ-ერთი არის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს მოლაპარაკების დაწყებას თავისუფალ ვაჭრობაზე. როგორც უკვე აღინიშნა, რეგიონში ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა, ვისთანაც ჩინეთი ოფიციალურად გახსნის ამ ამ მოლაპარაკებებს. მისასალმებელია, რომ ჩინეთი თავად არის ძალიან მონდომებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ეს მოლაპარაკებები. იანვარში თბილისში გაიმართება ამ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი წლის მანძილზე მოლაპარაკებებს დავხურავთ. აქვე მინდა აღვნიშნო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ტურიზმის ნაწილში - ჩვენ შევთანხდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულების განვითარებას ორ ქვეყანაას შორის. ასევე ეკონომიკურ კომისიაზე განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიც არის ინვესტიციები, კორიდორის პოტენციალი, ტრანზიტი და მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი - ანაკლიის პორტი, სადაც ჩინეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიესალმება და ინტერესი აქვს ამ პროექტის მიმართ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ჩინეთიდან საქართველოში წლის ბოლომდე კიდევ ერთი ტრანზიტული მატარებელი შემოვა, ხოლო 2016 წლიდან, „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, აღნიშნული დერეფნის გამოყენებით, რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა განხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42