ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "აბრეშუმის გზის" ამოქმედებით, საქართველო იბრუნებს იმ ისტორიულ მისიას, რომელიც მას საუკუნეებისგანმავლობაში აკისრია.
„დღეს ჩვენ ვიწყებთ რეალური წვლილის შეტანას საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. საუკუნეების განმავლობაში"აბრეშუმის გზა" იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სახმელეთო მარშრუტი, რომელიც აკავშირებდა ევროპასა და აზიას. ისტორიული აბრეშუმის გზისპროექტის იდეა ჩინეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. ჩვენ ამ საკითხზე მუშაობა 2 წლის წინ დავიწყეთ. მაშინ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვითგამოსვლისას გამოვედი ინიციატივით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროექტში და სწორედ ამ მიზნით, ოქტომბერში ჩვენ ჩავატარეთ თბილისისაბრეშუმის გზის ფორუმი, რომელზეც 32 ქვეყნის 1000-მდე სტუმარი ჩამოვიდა, 500 წარმომადგენელი იყო ჩამოსული ჩინეთიდან. ეს იყოწარმატებული დაწყება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება და გაიხსენა ვიზიტი ჩინეთში, რომლის დროსაც საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება გადაწყდა.მემორანდუმს, მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ჩინეთში, რამდენიმე დღის წინ, ხელი მოაწერა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრიქუმსიშვილმა.
"აქამდე ჩინეთიდან ევროპაში პროდუქციის გადაზიდვა ძირითადად ხდებოდა ზღვით, რასაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს – საშუალოდ 40 დღე.ხოლო "აბრეშუმის გზის" გაყოლებაზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობა ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვაწარმოოთ ჩინეთიდან ევროპაშიგადაზიდვები ბევრად უფრო სწრაფად და იაფად. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთიდან ევროპისმიმართულებით ტვირთების გადაზიდვა ხდება ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით. მიხარია, რომ ჩვენს მატარებელსსიმბოლურად ამშვენებს საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის და ევროკავშირის დროშები. ჩვენ შეგვიძლია უპრეცედენტოდ მოკლევადაში, 8-10 დღეში ტვირთი მივიღოთ საქართველოში და შემდეგ, 3-5 დღეში - ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. „აბრეშუმის გზა“ არის იაფი და ყველაზე მოკლე გზა - 5-ჯერ შემცირებული გზა ევროპასა და აზიას შორის. ჩვენი ქვეყანა ამ უმოკლესი მარშრუტის ნაწილს წარმოადგენს და ეს მარშრუტი ჩვენ გვაძლევს დამატებით შანსს, გავხდეთ მსოფლიო ეკონომიკური მოვლენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე", - განაცხადაპრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, "აბრეშუმის გზა" არის ერთ სარტყელში განლაგებული პარტნიორი ქვეყნების დამატებითი ბიძგი, პოლიტიკური,კულტურული, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ პროექტი საქართველოში მეტ ინვესტიციას, მეტ სტაბილურობას, დასაქმებას და მეტ კეთილდღეობას მოიტანს.
„მჯერა, "აბრეშუმის გზის" პროექტის საშუალებით, საქართველო გახდება მულტირეგიონული ცენტრი, რომელიც დააკავშირებს ევროპას,აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთს, ცენტრალურ აზიას და შუა აღმოსავლეთს. ეს არის ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკის გაგრძლება. სწორედასეთი გონივრული პოლიტიკით შეგვიძლია, ჩვენი ქვეყანა გახდეს ძალიან მიმზიდველი ინვესტიციებისთვის და რეგიონული ჰაბი", - განაცხადაღარიბაშვილმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ელჩებს, რომლებიც დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ, "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელ მამუკაბახტაძეს, მის გუნდს და ყველა რკინიგზელს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






