ოპერისა და ბალეტის თეატრში სერგო ქობულაძის ფარდის ესკიზის ასლი დაიკიდა
კულტურა - 18:15, 12 Dec, 2015     2122

ოპერისა და ბალეტის თეატრში სერგო ქობულაძის ფარდის ესკიზის ასლი დაიკიდა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი ალექსანდრე მოწონელიძე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი, საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია, სამხატვრო აკადემიის პროფესორი ნანა იაშვილი და სერგო ქობულაძის მოსწავლეები - თემო გოცაძე და რადიშ თორდია ესწრებოდნენ. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიით გადიდებული ფარდის ასლი გერმანიიდან საქართველოში 11 დეკემბერს ჩამოვიდა.
სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით აღდგენილი ასლი ოპერის სცენის ძირითადი ფარდის უკან ეკიდება და მისი ნახვის საშუალება ოპერისა და ბალეტის თეატრის რეაბილიტირებული შენობის გახსნის შემდეგ ყველა მისულ სტუმარს ექნება. მას შემდეგ რაც გადაწყდა, სერგო ქობულაძის ცნობილი ფარდის აღდგენა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, კონსულტაციის მიზნით, მოიწვია მხატვრის მოსწავლეები და მასთან დაახლოებული პირები (თემო გოცაძე, რადიშ თორდია, (მოსწავლეები), თაზო ხუციშვილი, მურაზ მურვანიძე). მხატვრები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ სერგო ქობულაძის ტექნოლოგიით ამ ფარდას ვერავინ დახატავდა, ამიტომ გადაწყდა, ფარდა დაბეჭდილიყო მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიით - გერმანიის ქალაქ პოტსდამში კომპანია „Gerriets” მიერ. „გაციფრულებაზე“ მუშაობდა სამხატვრო აკადემიის პროფესორი მედიახელოვნების მიმართულებით ნანა იაშვილი.

სერგო ქობულაძის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით გადიდებული ფარდის ასლი, მხატვრის ერთ-ერთი ასისტენტის ესკიზის მიხედვით არის შექმნილი. აღნიშნული ესკიზი კულტურის სამინისტრომ შეისყიდა და გადასცა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს. პირველი ფარდის (რომელიც სრულად დაიწვა 1973 წლის ხანძრის დროს) ესკიზიც ასევე დაცულია „ხელოვნების სასახლეში“.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42