საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით ჭოჭუას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება უწყების „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.
„ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი დათო ჭოჭუა აღარ არის ჩვენთან. ძალიან დაგვამძიმა ცნობამ მისი გარდაცვალების შესახებ. გამორჩეული ადამიანი, კეთილშობილი, ერთგული, უაღრესად ნიჭიერი. ყველას დაგვაკლდება - მის კოლეგებს, მეგობრებს, უამრავ სტუდენტს. ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო, ჩვენ დავკარგეთ კიდევ ერთი პატრიოტი, რომელიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა თავისი ქვეყნისთვის. ნათელში იყოს მისი სული. ჩვენი ფიქრები დათოსთანაა“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი დავით ჭოჭუა გუშინ, გვიან ღამით გულის შეტევით გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






