მსჯავრდებულებს მათ მიერ შექმნილი ნაკეთობების გაყიდვა შეეძლებათ
საზოგადოება - 18:25, 11 Dec, 2015     1256

საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღეს „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, მსჯავრდებულებს საშუალება მიეცემათ პენიტენციურ დაწესებულებაში მათ მიერ წარმოებული სხვადასხვა ნაკეთობების რეალიზაცია მოახდინონ. ამის შედეგად მიღებული თანხა კი, მსჯავრდებულების პირად საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება. სასჯელაღსრულების სამინისტრო იღებს ვალდებულებას ამისთვის საჭირო ყველა პირობა შექმნას, მათ შორის, საუბარია ონლაინ მაღაზიის შექმნაზეც. პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი მსჯავრდებული ამზადებს სხვადასხვა ტიპის ნაკეთობებს - მინანქრისა და თექის ნაწარმი და სხვა. კანონის არსებული რედაქცია კი, მათი რეალიზაციის საშუალებას არ იძლევა.

გრდა ამისა, ცვლილებების თანახმად, შესაძლებელი გახდება სხვადასხვა ხელობის მქონე მსჯავრდებულები პენიტენციური დაწესებულების მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმდნენ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, სამინისტრო მცირე სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავს, რომლებსაც გადაამზადებს და მათი მეშვეობით პენიტენციურ დაწესებულებაში მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს. ამის შედეგად, მსჯავრდებულებს სამუშაო უნარები გამოუმუშავდებათ, შესრულებული სამუშაოსთვის კი, შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ. მსგავსი ღონისძიებები მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციას და საზოგადოებაში მათ ეფექტურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42