მარტყოფის მონასტერთან მისვლა რეაბილიტირებული გზით იქნება შესაძლებელი
საზოგადოება - 14:24, 11 Dec, 2015     5478
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაებას საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზა 30 წელზე მეტია არ შეკეთებულა, რის გამოც ნალექიან ამინდში თითქმის გაუვალი ხდებოდა. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყო.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის 3 სოფელს: სააკაძეს, მარტყოფს და ნორიოს ერთმანეთთან და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო მნიშვნელობის გზასთან აკავშირებს. გზის აღნიშნული მონაკვეეთი VI საუკუნის ისტორიულ ძეგლთან - მარტყოფის ღვთაების ეკლესიასთანაც მიდის და ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზის 6,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ითვალისწინებს ასფალტ-ბეტონის საფარის, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნებისა და ავტოპავილიონების მოწყობას. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ხიდს და აშენდება კიდევ ერთი სახიდე გადასასვლელი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სავალი ნაწილის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5 მილიონ 333 ათას 330 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42