საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანსა და “დალას მავერიკსის” ძირითად ცენტრს ზაზა ფაჩულიას NBA-ის "ოლ სთარის" მატჩში მონაწილეობის რეალური შანსი აქვს. ასეთ შემთხვევაში, ზაზა პირველი ქართველი კალათბურთელი იქნება, რომელიც All Star-ზე ითამაშებს.
იმისთვის, რომ ქართველი კალათბურთელი “ოლ სთარზე” მოხვდეს NBA-ის საიტზე ხმის მიცემაა საჭირო. მომდევნო 38 დღის განმავლობაში ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ იქნება შესაძლებელი. ფაჩულიასთვის ხმის მიცემა მოცემულ ლინკზეა შესაძლებელია - http://vote.nba.com/?iref=asv16_nbadrd&cid=asv16_nbadrd##groupP
ზაზა ფაჩულია წელს განსაკუთრებით წარმატებულ სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში ქართველმა ცენტრმა 13 ორმაგი დუბლი გააკეთა, რაც NBA-ში მესამე შედეგია. ზაზას მიმდინარე საშუალო მონაგარი 10.7 ქულა, 10.3 მოხსნა და 2 გადაცემაა.
მასალის გამოყენების პირობები






