იუსტიციის მინისტრმა ადამიანის უფლებების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა
საზოგადოება - 09:56, 11 Dec, 2015     992
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციის თემა ადამიანის უფლებები და ამ სფეროში ქვეყანაში არსებული ვითარება იყო.

საჯარო ლექციაზე თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გატარებულ საკანონმდებლო რეფორმებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამართლიანი სასამართლოს, შრომის უფლებების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში წინგადადგმულ ნაბიჯებზე. მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით პირველად შემუშავდა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელმაც ქვეყანაში შექმნა მყარი სამართლებრივი ბაზა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან აღინიშნება. 1948 წლის 10 დეკემბერს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღედ სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი დაწესდა.

1948 წელს მიღებული დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. ამ დოკუმენტით გათვალისწინებულია სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებები, გარანტირებულია მიმოწერის საიდუმლოება, მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ დაცვის უფლება და სხვ. დეკლარაციამ ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას ჩაუყარა საფუძველი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42