სათემო რადიომაუწყებლობისთვის 2, კერძო საერთო რადიომაუწყებლობისთვის კი 5 ლიცენზიაა გამოტანილი
საზოგადოება - 18:59, 10 Dec, 2015     742
დღეს, 10 დეკემებერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსების მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. სხდომაზე კონკურსანტების დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნა. კონკურსზე სათემო რადიომაუწყებლობის უზრუნველსაყოფად ორი ლიცენზია, ხოლო კერძო საერთო რადიომაუწყებლობის განსახორციელებლად ხუთი ლიცენზიაა გამოტანილი.

სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად განაცხადი ორ არაკომერციულმა იურიდიულ პირს აქვს წარმოდგენილი:

  • ა(ა)იპ ”საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი“ - ახალციხე - 100.7 FM; ახმეტა - 93.3 FM; ბათუმი - 105.4 FM; გორი - 105.4 FM; დედოფლისწყარო - 94.3 FM; ზუგდიდი -105.4 FM; თბილისი - 105.5 FM; ლენტეხი - 105.4 FM; მესტია - 105.4 FM; სენაკი - 88.1 FM; სტეფანწმინდა - 105.4 FM; ტყიბული - 90.4 FM; ფოთი - 104.7 FM; ქუთაისი - 87.9 FM; ყვარელი - 94.5 FM; წალკა - 105.3 FM; ხულო - 105.4 FM.
  • ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ - სოფელი დუისი (ახმეტის მუნიციპალიტეტი) - 101.1 FM.

კერძო (საერთო) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად განაცხადები შემდეგ კომპანიებს აქვთ წარმოდგენილი:

  • თბილისი (FM 92.3) - შპს „ტვ სტილი“, შპს „მომხმარებლების საყურადღებოდ“ და შპს „ახალი რადიო“;
  • ქ. რუსთავი (FM 97.8) - სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“;
  • ქ. ზუგდიდი (FM 96.3) - შპს „მედია ჯგუფი“;
  • ქ. ახალქალაქი, (FM 106.2) - შპს „მედია ჯგუფი“;
  • ქ. სენაკი (FM 97.9) - შპს „დამოუკიდებელი ტელე-რადიოკომპანია ოდიში“;
  • სოფელი იგოეთი (კასპის მუნიციპალიტეტი) (FM 90.5) - შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“.

კონკურსანტთა დალუქული დოკუმენატციის გახსნის და შესწავლის შემდეგ, გაირკვა, რომ ა(ა)იპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრს“ შპს „მომხმარებელთა საყურადღებოდ“-ს, შპს „ტვ სტილს“, შპს „მედია ჯგუფს“, და სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიას“ დოკუმენტაცია სრულყოფილად არ აქვს მოწოდებული. კომისიამ აღნიშნულ კომპანიებს ხუთი სამუშაო დღის ვადა განუსაზღვრა დადგენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა 2016 წლის 12 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება, სადაც კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი კონკურსანტების მიერ წარმოდგენილ სამაუწყებლო კონცეფციების თაობაზე დასკვნას წარმოადგენს, სხდომაზე ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. საკონკურსო სხდომა, რომელზეც კონკურსში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდება 2016 წლის 15 იანვარს 13:00 საათზე გაიმართება.

რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსი ქ. ბოლნისში, ქ. მარნეულში და მარტვილის მუნიციპალიტეტშიც იყო გამოცხადებული, თუმცა განაცხადი კონკურსში მოანწილეობის თაობაზე კომისიაში არ შემოსულა, რის გამოც საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შეწყდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42