"მე ვიყავი ბედნიერი, ვიყავი ცოცხალი"- ხატია ბუნიათიშვილის ემოციური წერილი Coldplay-ის სოლისტს
საზოგადოება - 17:22, 10 Dec, 2015     5099

ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ფეისბუქზე ემოციურ წერილს აქვეყნებს. ბუნიათიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული პოპ-ჯგუფის სოლისტს - კრის მარტინს მიმართავს.

"ძვირფასო კრის,

წუხელ პარიზში პირველად დავესწარი თქვენს კონცერტს.

პარიზის თავდასხმების შემდეგ გუშინ პირველად ვიგრძენი ქალაქის გულისცემა, რომელმაც არ იცოდა რომელი აერჩია,სიყვარული თუ სიძულვილი. თქვენი მუსიკა, უსაზღვრო შესაძლებლობები გიყვარდეს ყველა და ყველაფერი.

ვიდექი უცნობებთან ერთად და მქონდა შეგრძნება, რომ ისინი ძალიან ახლობლები იყვნენ. ჩვენ ვცეკვავდით, ვყვიროდით, არა შურისძიებას, არამედ სიყვარულს მოწყურებულები. ჩვენ ვიყავით ერთნი.

შეგიძლია წარმოიდგინო, რომ არსებობს ქვეყნები სადაც ხალხს არ აქვს სიყვარულის, ცეკვის, სიცილის, თავისუფლების შეგრძნების უფლება, რადგან მათ ტერორისტები და დიქტატორები უშლიან ხელს. ისინი ისჯებიან, იხოცებიან, იტანჯებიან თავისუფელბის სიყვარულის გამო. მე ვიცი, ამ სისასტიკის წინააღმდეგ არა ხმლით, არამელ სიყვარულით იბრძვით.

მაშინ როცა "a head full of dreams“-ს ვუსმენდი, შიგნით ყველაფერი გამეყინა, ჩემში სხვადასხვა ემოიცებმა მოიყარა თავი. შენ ერთმანეთში აურიე განსხვავებული მუსიკის ჟანრები, საბოლოოდ მოაშორე სტილი და საშუალება მიეცი მუსიკას იყოს საზღვრების გარეშე. შენ არ ცდილობ ეს ემოცია მხოლოდ პოზიტიური იყოს, ნებას რთავ იყოს - სასოწარკვეთა, იმედი, მრისხანება, სიყვარული... სასოწარკვეთის გარეშე იმედი არ ჩანს, ისევე როგორც სიბნელის გარეშე არ გამოჩნდება სინათლე. მუსიკამ ჩემში ყველა მათგანი გააღვიძა და ვიგრძენი როგორ დაიწყო ჩემში სისხლმა მოძრაობა. მე ვიყავი ბედნიერი - მე ვიყავი ცოცხალი. ვიგრძენი, სანამ ცოცხალი ხარ, იმედი ყოველთვის არსებობს.

მადლობა, რომ მომეცით შანსი ამ ალბომის წევრი ვყოფილიყავი. როდესაც შემომთავაზე შენთან მეთანამშრომლა, შენ გააღე შენი ღრმა მუსიკალური სამყაროს კარი და დამეხმარე გამეღო ჩემი,როგორც გენიალურმა მენტორმა. შენ დამარწმუნე მე ,რომ როდესაც ორი მუსიკალური სამყარო ერთმანეთს ხსნის და ქმნის მას არ შეიძლება ეწოდოს გადაკვეთის წერტილი. მას მხოლოდ მუსიკის შექმნა ჰქვია. შენ დამანახე შენი მუსიკა,როგორც მშვენიერი კვირტი და მასწავლე თუ როგორ გამეფურჩქნა იგი. იცის ხალხმა თუ როგორ გიყვარს,გრძნობ და იცი კლასიკური მუსიკა?

საქართველოში გვაქვს ხე, რომელსაც „ნატვრის ხეს“ ვეძახით, სადაც ბავშვები ქსოვილების შემოხვევით სურვილებს ტოვებენ, იმედით, რომ აუცილებლად აუხდებათ. ბავშვობაში მეც დავტოვე ჩემი სურვილი - მსოფლიო მშვიდობა და სიყვარული. შენი მუსიკის ჰარმონიულობით,კალეიდოსკოპში, რუმის პოეზიასთან ერთად კოლემან ბარქსის ხმასთან და პრეზიდენტ ობამასთან ერთად, კი ჩემი ბავშვობის და ბევრი ქართველი ბავშვის ოცნება სამუდამოდ უკვდავყოფილია.

მადლობა კრის, მადლობა Coldplay

სიყვარულით,

ხატია" - წერს პიანისტი.

შეგახსენებთ, ქართველი პიანისტი Coldplay-სთან თანამშრომლობს და ახალი ალბომის ერთ-ერთ სიმღერაში ფორტეპიანოს პარტიას ასრულებს. ინტერნეტში Coldplay-ის ახალი ალბომიდან სიმღერების ამონარიდებიც გავრცელდა. მათ შორისაა კომპოზიცია „კალეიდოსკოპი“, რომელშიც ბარაკ ობამას ხმაც ფიგურირებს, კომპოზიციის ბოლოს მისი ინტერპრეტაციით შესრულებული ცნობილი სიმღერა „Amazing Grace“ აჟღერდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42