ნიკოლოზ დობორჯგინიძემ თავისი კარიერა 10 წლის წინ დაიწყო. მან “სამსუნგ ელექტრონიქსის” წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოზიციაზე 8 წელი იმუშავა და თავისი წვლილი შეიტანა “სამსუნგის”, როგორც ლიდერი ბრენდის ქართულ ბაზარზე საფუძვლიანად დამკვიდრებაში.
უკვე “Microsoft”-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ დობორჯგინიძე, იღებს პასუხისმგებლობას საქართველოში “Microsoft”-ის ბიზნესის განვითარებაზე, გაყიდვების მოცულობის ზრდაზე, კომპანიის სტრატეგიის დანერგვასა და განხორციელებაზე, ასევე “Microsoft”-ის გუნდზე, მისი პარტნიორებსა და მომხმარებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
“უდიდესი ენთუზიაზმით ვუერთდები კომპანიას “Microsoft”, რომელმაც შექმნა თანამედროვე ტექნოლოგია და ქმნის მომავალი ეპოქის ტექნოლოგიებს. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს პატივი, ვიყო ამ დიდი ოჯახის წევრი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველას ჰქონდეს საშუალება, მიაღწიოს უფრო მეტ წარმატებას. ჩვენი მისიაა ყოველ პიროვნებასა და ორგანიზაციას მსოფლიოში მივცეთ უფრო მეტის მიღწევის შესაძლებლობა. გაყიდვების სფეროსა და ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნის 10 წლიანი გამოცდილება მაძლევს საშუალებას ხელი შევუწყო “Microsoft”-ის კიდევ უფრო დიდ წარმატებას საქართველოში..“ - განაცხადა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






