ჯარისკაცი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მაიორი - გოჩა დორეული და უფროს ლეიტენატი ლევან ბელთაძე ინფორმატორობას აიძულებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში „პრობლემების შექმნით“ ემუქრებოდნენ.
გივი ლოლუა ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს შსს-ს 32-ე ბაზაში, ე.წ "პეპელას" ობიექტზე სექტემბრიდან გადის.
მისი თქმით, ზემდგომებთან პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, როცა სამსახურეობრივი საქმიანობის პროცესში ტელეფონი აღმოუჩინეს, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ობიექტზე ვიღაცამ ხელმძღვანელების მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვა დაწერა.
„კოშკურაზე, ვიღაცამ დაწერა უცენზურო სიტყვა მაიორი დორეული და უფროსი ლეიტენანტი ბელთაძე ჩემგან ამის ჩამდენის დასახელებას მოითხოვდნენ, მეუბენოდნენ 21 დეკემბერს არ გაგიშვებთ სახლში, წინასწარ მქონდა ნათხოვნი, რომ ამ დღეს გავაეთავისუფლებინეთ, რადგან ჯვრის დაწერას ვაპირებდი. მეუბნებიდნენ დათანხმდი ჩვენს წინადადებას, და ჩვენი ინფორმატორი იყავიო, რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადე, რადგან ისინი ტყუილის თქმას მაიძულებდნენ - კონკრეტული ჯარისკაცისთვის უნდა დამედო ხელი, რაც არ გავაკეთე, რადგან ნამდვილად არ ვიცი ვინ დაწერა კოშკურაზე ზემდგომების მისამართით გინება“ - განუცხადა „ნიუპოსტს“ წვევამდელმა.
მისი თქმით, მაიორი დაემუქრა, რომ „ინფორმატორობაზე უარის თქმის გამო, მას სათანადოდ დასჯიდა“.
„მეუბნებოდნენ რომ სამხედრო ბილეთს ვერ ვეღირსებოდი, მითხრს ყველა ღონეს ვიხმართ რომ ოჯახს დაგაშოროთო. ჩემზე ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელდა“- აღნიშნა ჯარისკაცმა.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სამხედრო მაღალჩინოსნებისგან ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილი გივი ლოლუამ აღნიშნა, რომ „ხელით არ შეხებიან“.
ჯარისკაცი თვითდაზიანების მიყენებას პროტესტით ხსნის. მისი ინფორმაციით, 32-ე ბაზაზე სხვა ჯარისკაცებსაც ექმნებათ პრობლემები. ლოლუამ „ნიუპოსტის“ არაერთი კითხვის მუუხედავად, თავი შეიკავა იმის გაცხადებისგან თუ რა სახის პრობლემები ექმნებათ შსს-ს სავალდებულო ჯარში მყოფ ჯარისკაცებს.
„პრობლემები ნამდვილად არის, თუმცა მე ერთადერთი აღმოვჩნდი, ვინც ამაზე ხმამაღლა ვთქვი, გავაპროტესტე ის ფაქტი, რომ მაიორი და ლეიტენანტი ინფორმატორობას მთხოვდნენ. პროტესტის ნიშნად მივიყენე თვითდაზიანება“- გვითხრა 19 წლის ჯარისკაცმა.
მისი თქმით, ინცინდენტის შემდეგ როგორც „ურჩი ჯარისკაცი ყაზარმულზე გაუშვეს“.
„ჩემი დასჯის მოტივად ადმინისტაცია ასახელებს, სამუშაოს პერიოდში ტელეფონის ქონის ფაქტს, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამ ინცინდენტის შემდეგ, მე ორი კვირის განმავლობაში, ჩეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებდი სავალდებულო სამსახურს. ყაზარმულში ჩემი გაშვებით, შეეცადნენ დავეშინებინეთ, ინფორმატორობაზე, ცილისწამებაზე უარის შემდეგ ასე დამსაჯეს“- აცხადებს წვევამდელი.
„ნიუპოსტი“ საქმის ირგვლივ ჯარისკაცის დასა და მეუღლეს ესაუბრა, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მედიას საქმით დაინტერესება სპეციალური განცხადებით სთხოვეს.
ვარდო ლოლუა და ქეთევან სახეჩიძე მათი ოჯახის წევრის შსს-ს 32-ე ბაზიდან სხვა სამსახურში გადაწყანას მოითხოვენ.
ჯარისკაცის დის ინფორმაციით, მის ძმას შსს-ს სავალდებულო ჯარში გადატანილი სტრესის გამო ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.
„მოდულთან არსებულ საავადმყოფოში გამოგვიძახეს, სადაც ექიმმა პირდაპირ მოგვახალა, რომ თითქოს ჩემი ძმა გიჟია და უნდა დავაბათო. რომ გავაპროტესტეთ ჩვენც გიჟები გვიწოდეს და გვითხრეს, რომ ხელების გადაგრეხვით მაინც მოვათავსებთ კლინიკაშიო. იგივე გაგვიმეორა მოდულის შენობასთან ლექსო ბუკაშვილმა, რომელმაც თავის დროზე ჩემი ძმა გაიწვია ჯარში, ის სამმართველოს უფროსის მოადგილეა“- განაცხადა ვარდო ლოლუამ.
მისი თქმით, რაც გივი ლოლუამ ვენები გადაიჭრა, ერთ-ერთმა ზემდგომმა ცინიკური დამოკიდებულება გამოავლინა.
„ როგორც ჩემა ძმამ გაიხსენა, როცა თვითდაზიანება მიიყენა მისმა უფროსმა უთხრა, რომ თუ გინდ ყელი გამოიჭრა, მაინც მოგიყვან ბაზაზე და იმსახურებო. გივი სამხედრო საქმიანობაზე უარს არ აცხაებს, უბრალოდ მას არ შეუძლია , უდანაშაულო ადამიანს დაადოს ხელი“- განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ჯარისკაცის დამ.
ლოლუები დარწმუნებულნი არიან, რომ ფსიქიკურ პრობლემებამდე 19 წლის ახალგაზრდა შსს-ში მიიყვანეს.
„სრულიად ჯანმრთელი წავიდა, უნდოდა ქვეყნის სამსახურში ჩამდგარიყო, თუმცა თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანეს. არ მინდა ჩემმა ძმამ იქ იმსახუროს, მეშინია ისევ არ მიმართოს თვითდაზიანებას“ - აცხადებს ვარდო ლოლუა.
გივი ლოლუას მეუღლე, თამარ სახეჩიძე კი ამბობს, რომ ჯარში გადატანილი სტრესის შემდეგ მისი მეუღლე საკუთარ თავში ჩაიკეტა და აგრესიას გამოხატავს, ბაზაზე მომხდარ ინცინდენტზე დასმულ ყველა კითხვას კი ემოციების გარეშე ვერ ყვება.
„არავის დავასმენ, ცოდვას არ ჩავიდენ“ - სულ ამას იმეორებს, - ეარმოიდგინეთ რამხელა სტრესის ქვეშ ყავთ, გთხოვთ დამეხმარეთ, მიაწვდინეთ ხმა ყველს შესაბამის ორგანოს, რომ ჩემი მეუღლე საღ-სალამათი დაუბრუნდეს ოჯახს“ - გვითხრა ჯარისკაცის მეუღლემ.
"ნიუპოსტი" აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შს სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ შიდა სამსახურეობრივი მოკვლევა დაიწყო.
გენ. ინსპექცია ასევე სწავლობს წვევამდელის დისციპლინარული გადაცდომის საკითხს.
დავით ჯაბაშვილი


მასალის გამოყენების პირობები






