„არემჯის“ საწარმოებში თანამშრომლების სამსახურში აღდგენის პროცესი დასრულდა
საზოგადოება - 16:19, 09 Dec, 2015     1147
„არემჯი“ ჯგუფს განცხადებით, ჯგუფში შემავალი კომპანიების (RMG Gold და RMG Copper) მიერ ყოფილი თანამშრომლების სამსახურში აღდგენის პროცესის წარმატებით დასრულების შესახებ.

"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები 2014 წლის იანვარ-თებერვალში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო გათავისუფლებულ მუშა-მოსამსახურეებთან მათი სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. პროცესი დაყოფილი იყო რამდენიმე ეტაპად. თანამშრომელთა ნაწილთან კომპანიამ ადრეულ ეტაპზევე მიაღწია შეთანხმებებს ურთიერთმისაღები პირობებით. დანარჩენ ნაწილთან კი შეთანხმება შედგა დავის განხილვის პროცესში. ამჟამად სამსახურში აღდგენის პროცესი სრულად არის დასრულებული მუშა-მოსამსახურეებისათის მისაღები პირობებით, რაზეც გაფორმდა შესაბამისი შეთანხმებები და შეწყდა სასამართლო საქმისწარმოება.

ამასთან, „არემჯი“ უყურადღებოდ ვერ დატოვებს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მიერ არაერთგზის გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს „არემჯი“ ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ ხდებოდა ყოფილი თანამშრომლების სამსახურში აღდგენის პროცესის ხელოვნური გაჭიანურება თუ თანამშრომლებზე რაიმე სახის ზეწოლა დავის დასრულების მიზნით. კომპანიამ ადრეც არაერთხელ განაცხადა, რომ თანამშრომლების აღდგენის პროცესი მიმდინარეობდა წარმატებით და ეტაპობრივად, უშუალოდ კომპანიისა და შესაბამისი თანამშრომლების პირადი მონაწილებით. როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, კომპანიის მიერ თანამშრომლებთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად, ნებისმიერი გარე ძალის მიერ არაკონსტრუქციული ჩარევის გარეშე (სადაც პირველ რიგში იგულისხმება საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი და კონკრეტულად მისი ხელმძღვანელი თამაზ დოლაბერიძე), მიღწეულ იქნა ორივე მხარისათვის ურთიერთმისაღები შედეგი.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი კვლავაც არ მისცემს მუშა-მოსამსახურეებისათვის წარმატებით დასრულებულ პროცესს შრომითი კოლექტივის წევრებზე ზეწოლის შეფასებას და თავს შეიკავებს დამსაქმებელ კომპანიებსა და შრომითი კოლექტივის წევრებს შორის ურთიერთობაში არაჯანსაღი და არაკონსტრუქციული ატმოსფეროს ინიცირებისაგან".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42