"პაშა ბანკმა" კლუბ "ფორვარდის" წევრებს Spotlight Marketing Library-ის ერთწლიანი აბონიმენტები გადასცა საჩუქრად
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:17, 09 Dec, 2015     1282

6 დეკემბერს, თბილისის მედიათეკაში გაიმართა ფორვარდის მორიგი შეხვედრა. კლუბის წევრებს კორპორატიული მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა-განხორციელების თავისებურებების შესახებ ესაუბრა პაშა ბანკის PR დამარკეტინგის განყოფილების უფროსი ანანო ქორქია. პრეზენტაციის შემდეგ ფორვარდელებს პაშა ბანკისგან გადაეცათ Spotlight Marketing Library-ის ერთწლიანი აბონიმენტი, რომელიც კლუბის წევრებს ასევე მისცემს საშუალებას, ეწვიონ თბილისის მედიათეკების გაერთიანების ნებისმიერ ფილიალს მისამართებზე: ჭავჭავაძის გამზ. 76, ვაკის პარკი ან ვარკეთილი 3, I მ/რ.

Spotlight Marketing Library პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც Spotlight-სა და თბილისის მედიათეკასთან ერთად განხორციელდა. პროექტის მიზანია ერთ კომფორტულ სივრცეში მოუყაროს თავი მარკეტინგის, ბრენდინგის, PR და სხვა მომიჯნავე დარგების თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და გახადოს ხელმისაწვდომი მარკეტერებისთვის.აღნიშნული ლიტერატურა მედიათეკის ვაკის ფილიალში ინახება.

კლუბი FORWARD 2014 წელსMarketer.ge-ს მიერ დაარსდა და ის მარკეტინგის სფეროთიდაინტერესებულპროფესიონალებს აერთიანებს. კლუბის მიზანია, სხვადასხვა ღონისძიებების ერთობლიობით ხელი შეუწყოს ფორვარდელების ცოდნის და გამოცდილების გაღრმავებას.

პაშა ბანკი აქტიურად თანამშრომლობს Marketer-თან ისეთ პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში პროფესიულ განათლება-განვითარებას ემსახურება. ასეთ პროექტებს შორისაა ბიზნეს რუბრიკა marketer.ge-ზე, სადაც თავსდება ქართულ ენაზე ნათარგმნი სტატიები ჟურნალიდან Harvard Business Review და მკითხველები ეცნობიან ანალიტიკური ხასიათის ინფორმაციას საერთაშორისო ბიზნეს სიახლეებზე.

„პაშა ბანკი საქართველოში 2013 წლიდან ოპერირებს და რეგიონალურ კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მსხვილ და საშუალო საწარმოებს.დაარსების დღიდან ბანკი აქტიურად უჭერს მხარს პროფესიულ საგანმანათლებლო პროექტებს, რადგან გვჯერა, რომ ქვეყანაში ბიზნესის წინსვლადა ეკონომიკის სტაბილური ზრდა დიდწილად დამოკიდებულია იმ ადამიანების პროფესიულ განვითარებაზე, რომლებიც არიან ან იქნებიან ჩართული თავისი ორგანიზაციის საქმიანობაში და ყოველდღიურად იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.მოხარული ვართ, რომ Marketer-თან ერთად ხშირად გვეძლევა საშულება, ჩავერთოთ საინტერესო და სასარგებლო პროექტების განხორციელებაში.“ - განაცხადა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის PR და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა.

“ჩვენი თანამშრომლობა პაშა ბანკთან 2015 წლის მაისში დაიწყო, პაშა ბანკის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ სურდათ Spotlight-ის მხარდაჭერა და ისეთი საქმის წამოწყება, რომელიც რეალურ შედეგს მოიტანდა. შემოგვთავაზეს ბიზნეს ლიტერატურის კუთხის გაკეთება, რომელიც მეწარმეობის, რეკლამის, მარკეტინგის და ბრენდინგის მიმართულებით საუკეთესო წიგნებს გააერთიანებდა. პროექტი შედგა, რომ შევაჯამოთ 6 თვის შედეგები 6000-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო და ადგილზე წაიკითხა თანამედროვე ბიზნეს ლიტერატურა. ჩვენი თანამშრომლობის ახალი ეტაპი მოიცავს ანალიტიკური სტატიების ქართულად თარგმნას და მარკეტერზე განთავსებას, ამ პროექტის საშუალებით უკვე 100 000 ზე მეტმა ადამიანმა შეძლო მსოფლიოს თანამედროვე ბიზნეს ანალიტიკური სტატიების წაკითხვა. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია და მათ დიდი გავლენა აქვს ბიზნეს განათლების და ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, ძალიან ვამაყობთ ასეთი პარტნიორით,” - აკო ახალაია Marketer.ge-ს დამფუძნებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42