პატარა ადამიანი დიდი გულით - ერთად დავეხმაროთ ზაირა გაბაძეს
საზოგადოება - 13:04, 09 Dec, 2015     1943
"ეს საოცარი, ემოციური, კეთილშობილი ადამიანი, საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ერთ-ერთი ბენეფიციარი - ქალბატონი ზაირა გაბაძეა.
ზაირა დაიბადა ბათუმში, ასთმის გამო თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. სწავლის პარალელურად ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ასრულებდა ახალგაზრდა გოგონასთვის შეუფერებელ მძიმე სამუშაოს, ყოველთვის ამაყობდა, რომ თავის საქმეში ტოლს არ უდებდა მამაკაცებს. მისი მხიარული ხასიათისა და ერთგულების გამო ზაირა ძალიან უყვარდათ და მას ყველა პატივს სცემდა, მაგრამ პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა... და ახლა მარტოობაშ უწევს ცხოვრება.
ერთ დღეს, მისი აქტიური და ბედნიერი ცხოვრება დასრულდა: გადატანილი ინსულტის მერე, მარცხენა მხარე პარალიზებული აქვს. ეს ძალიან მძიმეა,როცა მარტოხელა ადამიანი უძრავი ხდება.
როდესაც „სოციალური პარტნიორობის“ წარმომადგენლებმა ქალბატონი ზაირა გაიცნეს, ძალიან გაკვირვებულები დარჩნენ: მის ოთახში ყველაფერი თოკებით იყო ერმანეთთან დაკავშირებული. ერთი თოკი კარებზეა გამობმული, მეორე ფანჯარაზე, მესამე მაცივრის სახელურზე... ეს „დისტანციური მართვის მოწყობილობა“ - როგორც თავად ზაირა უწოდებს თავის გამოგონილ მექანიზმს, მას ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში ეხმარება. ამ მდგომარეობაშიც კი, იგი არ კარგავს სულის სიმტკიცეს და ცდილობს დამოუკიდებლად იცხოვროს. მაგრამ, როგორი ძლიერი და მხიარულიც არ უნდა ჩანდეს ქალბატონი ზაირა, მის თვალებში უსაზღვრო ტკივილი და დარდი ჩანს. მას არავინ ეხმარება. არ უღებს ფანჯარას, როცა ცხელა, ვერავინ მიაწვდის წყალს - როცა სწყურია. უბრალოდ ხმის გამცემიც არავინ ჰყავს...
როდესაც „სოციალური პარტნიორობის“ თანამშრომლები მასთან მიდიან და მიაქვთ მედიკამენტები და სკვები პროდუქტები, ზაირა ცრემლებს ვერ იკავებს. ის ბედნიერია, რომ ვიღაცას ახსოვს და სჭირდება. თვითონ ძალიან უჭირს, ზოგჯერ საკვები არ აქვს, მაგრამ, როდესაც საკვებ ულუფას ღებულობს ფონდის თანამშრომლებს სთხოვს, რომ ვინმე მასზე გაჭირვებულს დაეხმარნონ ან მისი კუთვნილი ულუფა მრავალშვილიან ოჯახებს მიუტანონ. სულ სხვაზე ფიქრობს და უნდა, ყველას თავისი სითბო და სიყვარული გაუნაწილოს. მაგრამ სითბო თავადაც სჭირდება. მის ოთახში ძალიან ცივა, გაზი არ არის, შეშის ფეჩის გამოყენება მას ფიზიკურად არ შეუძლია. ზოგჯერ შემოსასვლელ კარს აღებს, რომ საერთო საცხოვრებლის დერეფნიდან მის ოთახში სითბო შევიდეს.
გათბობა მხოლოდ ელექტროქურით არის შესაძლებელი. თუ სახლში გეგულებათ ისეთი გამათბობელი, რომლითაც არ სარგებლობთ, შეგიძლიათ მოიტანოთ ჩვენს ოფისში. თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია ფინანსური დახმარების აღმოჩენა, თანხა ჩარიცხეთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: ზაირა გაბაძე)ან პირდაპირ ფონდის ვებგვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/110/. ერთად ვაკეთოთ სიკეთე!"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42