რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა არ შეექმნება - სემეკი
საზოგადოება - 11:43, 09 Dec, 2015     1225
საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია შპს „რუსთავის წყალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას კიდევ ერთხელ პასუხობს.

"პირველ რიგში, კომისია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ შპს „რუსთავის წყალის“ მომხმარებლებს, რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის მოსახლეობას, სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა არ შეექმნება. კომპანია ვალდებულია განახორციელოს უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი წყალმომარაგება, რის საშუალებასაც მას აძლევს კომისიის მიერ დადგენილ ტარიფში გათვალისწინებული ხარჯები 2016 წლისათვის.

კომისია თავის გადაწყვეტილებებში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იცავს მომხმარებელთა უფლებებს და ამასთანავე, ითვალისწინებს ლიცენზიატი კომპანიის ინტერესებს გონივრულობის ფარგლებში. საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები მოიცავს წამახალისებელ მექანიზმებს, რომელიც კომპანიას აძლევს საშუალებას გააფართოოს და გააუმჯობესოს საქმიანობა. შპს „რუსთავის წყალისათვის“ 2016 წლისათვის დადგენილ ტარიფში წინასწარ ასახული ინვესტიციების მოცულობა − 1 685 169 ლარის ოდენობით (დღგს-ს გარეშე) კომპანიას, ეფექტური მენეჯმენტის პირობებში, საშუალებას აძლევს იზრუნოს განვითარებაზე.

შპს „რუსთავის წყალის“ მიერ 2015 წლის 8 დეკემბრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კომპანიას მოუწევს უარი თქვას არა მხოლოდ განვითარებაზე, არამედ ისეთ აუცილებელ პროექტებზე, როგორიცაა წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაცია, გამრიცხველიანების პროექტი, აუცილებელი ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლება“. ამასთან, კომპანია აცხადებს, რომ იგი იძულებულია შეამციროს საავარიო ბრიგადების, კომპანიის პერსონალის რაოდენობა და სახელფასო ფონდი.

შპს „რუსთავის წყალის“ ტარიფში გათვალისწინებული 2016 წლის საინვესტიციო გეგმა მოიცავს წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაციას და გამრიცხველიანების პროექტს − ჯამში 1 338 983 ლარის ოდენობით (დღგ-ს გარეშე), ხოლო აუცილებელი ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლებისათვის − 346 186 ლარს (დღგ-ს გარეშე). რაც შეეხება კომპანიის სახელფასო ფონდს, კომისიის მიერ დადგენილ ტარიფში იგი გათვალისწინებულია 2014 წლის ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისად.

მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების შესაბამისად, შპს „რუსთავის წყალი“ ვალდებულია უზრუნველყოს წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია, მომხმარებელთათვის ხარისხიანი სასმელი წყლის უწყვეტი მიწოდება, სასმელი წყლის ხარისხის მუდმივი კონტროლი, წყლის ობიექტების სათანადო დაცვა და არ დაუშვას გარეშე პირების მიერ წყალმომარაგების სისტემაზე რაიმე სახის ზემოქმედება ან/და სასმელი წყლის დაბინძურება. კომისია მკაცრ მონიტორინგს გაუწევს კომპანიის საქმიანობასა და 2016 წლის საინვესტიციო გეგმის განხორციელებას. ამასთანავე, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა განხილული იქნება სალიცენზიო პირობების დარღვევად, რაც გამოიწვევს კომისიის მხრიდან კანონის შესაბამის რეაგირებას.

კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულია სრული მონაცემები შპს „რუსთავის წყალის“ წყალმომარაგების ტარიფთან დაკავშირებით, სადაც მოცემულია როგორც კომპანიის მიერ კომისიაში წარდგენილი, ასევე ტარიფში გათვალისწინებული დანახარჯები. http://gnerc.org/ge/sadjaro-skhdomebi/sadjaro-skhdomebis-shedegebi-presrelizi/08122015-gantskhadeba/17158" - ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42