საერთაშორისო კონფერენცია - „ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა”
საზოგადოება - 15:40, 08 Dec, 2015     606
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით და ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდ „ინოვე“-ს (INNOVE) მონაწილეობით, 8-9 დეკემბერს საერთაშორისო კონფერენციას - ეროვნული სასწავლო გეგმა - განვითარება და დანერგვა“ მართავს.

კონფერენციის მიზანია ზოგადი განათლების სისტემაში ეროვნული და საერთაშორისო გამოცდილების განხილვა ეროვნული სასწავლო გეგემების განვითარებისა და დანერგვის მიზნით. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ასევე განათლების სპეციალისტები, რომლებიც ერთმანეთს იმ საუკეთესო გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც მოსწავლეებში სასწავლო შედეგების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებისა და დანერგვის პროცესში არსებულ გამოწვევებს, ასევე, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საკლასო შეფასების საკითხებს.

კონფერენციაზე განხილული იქნება საქართველოშო მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები, მისი შესაბამისობა ეროვნულ საჭიროებებთან და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან. კონფერენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ერთობლივად შეიმუშავებენ რევიზირებული ეროვნული სასწავლო გეგმის საქართველოში დანერგვისთვის საჭირო რეკომენდაციებს.

კონფერენციას ესწრებიან საქართველოს განათლების სისტემის წარმომადგენლები, მათ შორის, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სასწავლო გეგმის ექსპერტები, განათლების მკვლევარები, ასევე, ესტონეთისა და ფინეთის სასწავლო გეგმის ექსპერტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42