კომპანია „რუსთავის წყალი“ მართვის კრიზისულ რეჟიმზე გადადის - RWC
საზოგადოება - 15:30, 08 Dec, 2015     2215
სემეკის გადაწყვეტილებით რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში წყალმომარაგების ტარიფის შემცირების გამო, კომპანია „რუსთავის წყალი“ მართვის კრიზისულ რეჟიმზე გადადის.
ამის შესახებ "ნიუპოსტს" კომპანია "რუსთავის წყალმა" აცნობა.

“რუსთავის წყლის” მენეჯმენტი აცხადებს, რომ ქალაქ რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში წყალმომარაგების ტარიფის 20%-ით შემცირებით, სემეკმა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გააუარესა.

„რუსთავის წყალი“ წამგებიანი ბიზნესი გახდა და ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას იწყებს. კომპანია იძულებულია შეამციროს საავარიო ბრიგადებისა და კომპანიის პერსონალის რაოდენობა, ქსელების შეკეთების ხარჯები, სახელფასო ფონდი.

ახლა უკვე წამგებიან კომპანიას მოუწევს, უარი თქვას არა მხოლოდ განვითარებაზე, არამედ ისეთ აუცილებელ პროექტებზე, როგორიცაა წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაცია, გამრიცხველიანების პროექტი, აუცილებელი ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლება.

კომპანიას ასევე შეექმნება ლიკვიდურობის პრობლემა კრედიტორებთან დროულ ანგარიშსწორებაში.

პასუხისმგებლობა გაუარესებული შედეგების გამო სემეკს ეკისრება.

კომპანიის მენჯმენტი ასევე მიიჩნევს, რომ სემეკის გადაწყვეტილება ხელს უშლის დარგის განვითარებას და აუარესებს საინვესტიციო გარემოს.

„რუსთავის წყალი“ სემეკის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42