“APG Georgia” ინტერლაინ პროდუქტ «IET”-ს 2 წლის იუბილეს აღნიშნავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:37, 07 Dec, 2015     1599

8 დეკემბერს, კლუბ „ელ ცენტროში“ 19:00 საათზე ( შარდენის ქუჩა) «APG Georgia”-ს პროდუქტ «IET”-ს 2 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება.
პრეზენტაციაზე დასასწრებად თბილისს პარიზიდან “APG”-ს IET-პროდუქტის აღმასრულებელი დირექტორი ოფელი შერდრონი ეწვევა. ღონისძიებას ასევე 100 ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
“APG Georgia”-მ ავიასააგენტოებისთვის ახალი პროდუქტის დანერგვა 2 წლის წინ დაიწყო. როგორც კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, ამ სერვისის გამოყენებით ავიასააგენტოები მგზავრებს სთავაზობენ მსოფლიოში მოქმედი 90- ზე მეტი ავიაკომპანიის ბილეთის შეძენას საქართველოდან. პროდუქტის ფარგლებში “APG Georgia” ავიასააგენტოებს საქართველოს ოფისის მეშვეობით ადგილობრივ მხარდაჭერას სთავაზობს.
„APG IET“ არის ინტერლაინ ელექტრონული გაბილეთების პლატფორმა, რომელიც შემუშავებულია Heli Air Monaco (YO-747)-სთან პარტნიორობით. ინტერლაინი წარმოადგენს კომერციულ ხელშეკრულებას ავიაკომპანიებს შორის, რომელიც მგზავრს საშუალებას აძლევს, მარშრუტი სხვადასხვა ავიაკომპანიის რამდენიმე განსხვავებულ სეგმენტზე ერთდროულად დაგეგმოს. APG IET პროგრამაში მონაწილეობით ავიასააგენტოებს შესაძლებლობა ეძლევათ, YO-747 „ბლანკზე“ გამოწერონ 90-ზე მეტი ავიაკომპანიის ბილეთი, რომელიც საქართველოში არ ოპერირებს. ეს სერვისი ტურისტული სააგენტოების გაყიდვებს საგრძნობლად გაზრდის, ამასთანავე, დაეხმარება ქართველ მგზავრებს, მოხვდნენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში,“ - განაცხადა “APG Georgia”-ს ხელმძღვანელმა ია ხომერიკმა.
ცნობისთვის, APG (Air Promotion Group) 1991 წელს საფრანგეთში, კერძოდ პარიზში ავიაკომპანიებისთვის გაყიდვების და სერვისის პროდუქტების შექმნის მიზნით დაარსდა. APG Network-ი ავიაკომპანიებისთვის სხვადასხვა სერვისების შექმნაში ლიდერი კომპანიაა. იგი მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, 176 ქვეყანაში 112 ოფისით არის წარმოდგენილი. მსოფლიოს მასშტაბით “APG”-ს პარტნიორი ავიაკომპანიების რიცხვი 390-ს აღწევს.
APG-ს (Air Promotion Group, რომელიც ფრანგული კომპანია www.apg-ga.com) ქართული წარმომადგენლობა „APG Georgia“ 2012 წელს დაარსდა და მისი მიზანი საქართველოში ავიაბიზნესის განვითარებაა.
„ჩვენი კომპანია ავიაკომპანიებსა და ავიასააგენტოებს განსაკუთრებულ, ინოვატორულ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. APG ქმნის პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც საშუალებას აძლევს ავიაკომპანიებს, მინიმუმამდე დაიყვანონ ადმინისტრაციული ხარჯი ერთ პარტნიორთან თანამშრომლობით,“ - აღნიშნა ია ხომერიკმა.
“APG Georgia” საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს ისეთი კომპანიების გენერალურ სავაჭრო აგენტს, როგორებიცაა Heli Air Monaco, AtlasGlobal Cargo, Philippine Airlines, Qatar Airways Cargo, British Airways World Cargo. გარდა ამისა, იგი ABCS-ის პროგრამის ფარგლებში წარმოადგენს ავიაკომპანიებს - Korean Air, Cathay Pacific, Royal Air Maroc, Arkia Israeli Airlines, Dniproavia, Yanair.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42