საგურამოჰესის მშენებლობის ინიციატორი და პროექტის ავტორი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია“, რომელიც ჰესის ასაშენებლად 10,5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მშენებლობის უზრუნველსაყოფად, 5.8 მილიონი ლარის ოდენობის კრედიტიკომპანიას „თიბისი ბანკმა“ გამოუყო.
ორაგრეგატიანი საგურამოჰესის დადგმული სიმძლავრე 4,4 მვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი - 32 მლნ კვტ.სთ. ჰესის ექსპლუატაციაში გაშვება და საქართველოს ერთიან ენერგეტიკულ სისტემაში ჩართვა 2016 წლის ნოემბერში იგეგმება.
უკვე დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები - მომზადებულია ჰესის საძირკველი, მიმდინარეობს სამანქანო დარბაზის მშენებლობა და სადაწნეო და გამყვანი მილსადენების მონტაჟი. ამ ეტაპზე, მოგვარებულია მშენებლობის განსახორციელებლად აუცილებელი ფორმალური მხარეები, კერძოდ: ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასთან ხელმოწერილია მემორანდუმი და შეთანხმება, მიღებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) და შესაბამისი ნებართვა, მცხეთისმუნიციპალიტეტიდან კი - მშენებლობის ნებართვა, ასევე, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ შეთანხმებულია ჰესის ენერგოსისტემასთან მიერთების სქემა. ტურბინისა და სხვა ძალოვანი დანადგარების შესაძენად, რომლის ღირებულებაა 1,300 000ევროა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თანამშრომლობს ავსტრიულ კომპანია ANDRITZ HYDRO SAS-თან.
საგურამოჰესი მთელი წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს. ამასთან, შესაძლებელი იქნება ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენება.
მასალის გამოყენების პირობები






