VimpelCom-ის პროექტ Eurasia Mobile Challenge -ზე 550 ზე მეტი მონაწილე გუნდი დარეგისტრირდა
საზოგადოება - 16:15, 07 Dec, 2015     1290
VimpelCom Ltd. (NASDAQ:VIP), ტელეკომუნიკაციების მომსახურების წამყვანი პროვაიდერი (სათაო ოფისი - ამსტერდამი, ემსახურება 217 მილიონ მომხმარებელს), რომლის კომპანიათა ჯგუფის წევრია ბილაინი, აცხადებს, რომ მობილური აპლიკაციების კონკურსში Eurasia Mobile Challenge-ში მონაწილებისთვის 550-ზე მეტმა გუნდმა წარადგინა განაცხადი. აქედან 20 განაცხადი საქართველოდან არის გაკეთებული, რომელთა ძირითადი ნაწილი რეგიონში არსებული სოციალური პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად.

საქართველოში პროექტის მხარდამჭერები არიან ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და მარკეტერი.

„ბილაინის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მონაწილეს ჩვენი ქვეყნიდან Eurasia Mobile Challenge-ის მიმართ გამოხატული ყურადღებისთვის. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნიდან წარდგენილი განაცხადების უმრავლესობა სოციალური პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად. ეს მიუთითებს ჩვენი ციფრული ბაზრის მაღალ პოტენციალზე და ასევე ჩვენი მონაწილეების აქტიურ სამოქალაქო პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები ჩვენი დარგის მამოძრავებელი ძალა გახდებიან და ძალიან მალე რეალურად გააუმჯობესებენ ჩვენი საზოგადოების ცხოვრებას“ - გიორგი ტყეშელაშვილი,ბილანის გენერალური დირექტორი.

კონკურსის წესების მიხედვით დეკემბრის შუა რიცხვებამდე მონაწილე გუნდებმა თავიანთი იდეები უნდა ჩამოაყალიბონ რეალური პროექტებისა და პროტოტიპების სახით, რომლებსაც ონლაინ შეაფასებს კომპეტენტური და მიუკერძოებელი ჟიური. გუნდების შეფასებისას ჟიურიში შემავალი დარგის ექსპერტები თითოეული ქვეყნიდან აქცენტს გააკეთებენ შემდეგ ასპექტებზე: ინოვაციურობა, მნიშვნელობა ადგილობრივი საზოგადოებისთვის, მასშტაბების ცვალებადობა და ორიგინალობა, ასევე ბიზნეს-მოდელის რეალურად განხორციელების პოტენციალი.

ჟიური შეარჩევს სამ ფინალისტს თითოეული ქვეყნიდან, რომლებიც გადავლენ რეგიონალურ ფინალურ რაუნდში. ფინალი გაიმართება 2016 წლის იანვარში, სადაც შეირჩევა სამი რეგიონალური გამარჯვებული. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ Global Mobile Challenge-ში მსოფლიო მობილურ კონგრესზე, რომელიც 2016 წლის 22-26 თებერვალს ბარსელონაში გაიმართება.

Eurasia Mobile Challenge წარმოადგენს კონკურსს, რომელიც ახალგაზრდებს მთელი ევრაზიიდან მოუწოდებს მობილური კომუნიკაციების სფეროში შემდგომი დიდი გადაწყვეტილების შეთავაზებისკენ. კონკურსი „ვიმპელკომმა“ მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და ერთდროულად ტარდება სომხეთში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, რუსეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში „ვიმპელკომის“სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის -“Make your mark”-ის ფარგლებში (http://www.vimpelcom.com/Responsibility/Make-your-mark/).

კონკურსი ტარდება Huawei Technologies Co, Ltd.-სთან თანამშრომლობით.

კონკურსის შესახებ სიახლეების სანახავად, ეწვიეთ ვებსაიტს: www.eurasiamobilechallenge.com.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42