ამის შესახებ, „ნიუპოსტს“ აქციის ორგანიზატორებმა განუცხადეს.
სოფლის მოსახლეობას პროტესტის აღნიშნული ფორმით გამოხატვით, ჩოხატაურის ხელისუფლებისთვის დიდი ხნის დანაპირების შეხსენება სურს.
"რამდენიმე წელია უშედეგოდ ვითხოვთ გაზიფიცირებას, შარშან გავმართეთ აქციები და დაგვპირდნენ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყებოდა სამუშაოები. მანამდე კი დაპროექტება მოხდებოდა. დეკემბერია და არავის არაფერი გაუკეთებია. ისეთი გამწარებულები ვართ, ოჯახებიანად გამოვდივართ გარეთ და ვკეტავთ ავტომაგისტრალს. გორაბერეჟოული ხელისუფლებას არც კი ახსოვს. შარშან მოვიდნენ ადგილობრივ ჟურნალისტთან ერთად და ჟურნალისტმა დადეს პირობა, პირად კონტროლზე ავიყვან ამ საქმეს და ყველაფერი გაკეთდებაო. იგივე თქვეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. ყველამ მოგვატყუა", - აცხადებენ სოფელში.
იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივი ხელისუფლება აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, სოფლის მოსახლეობა რადიკალური ზომების მიღებით იმუქრება.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






