"ოთხი მილიონი ქართველი. ხუთასი ათასი მარტოხელა ქალი. როგორი გიჟური სტატისტიკაა, არა? ეს საკმაოდ ზუსტი და ტრაგიკული ფენომენია.
ერთ-ერთმა ქართველმა გოგონამ, რომლის ბოიფრენდიც იტალიელია თქვა, რომ ქართველ ქალებს არ მოსწონთ ქართველი მამაკაცები და პირიქით. და მგონი, ვხვდები ამის მიზეზს, მე პირადად, ქუჩებში სეირნობისას ვერ აღმოვაჩინე ვერცერთი კაცი, რომელიც კარგად გამოიყურებოდა.
ელი მაღალი, სიმპათიური, შავთმიანი მამაკაცების ნახვას, მაგრამ მსგავსი არაფერი. ქართველი კაცები არ უვლიან თავს და არ ზრუნავენ გარეგნობასა და თავის წარმოჩენაზე. გოგონებიც შეყავრებულს არა მათ შორის, არამედ საზღვრებს მიღმა ეძებენ.
როდესაც Mercedes Benz Fashion Week-ზე მათ დაინახეს ფოტოგრაფი ჟულიენ ბუდე, თითქოს ველურებად იქცნენ, სთხოვდნენ მას შეხვედრას და ამაში არც ვადანაშაულებ... ბრავო, ჟულიენ.
მთლიანობაში, თბილისი აბსოლუტურად შესანიშნავი, წარმოუდგენელი ქალაქია, ზოგჯერ თანამედროვე და არქიტექტურულად ექსპერიმენტული. ქალაქის ძველი უბნები ტიმ ბარტონის სასცენო დეკორაციას ჰგავს. სოფლები უნგრეთსა და ავსტრიას გახსენებს უძველესი ტაძრებითა და ციხესიმაგრეებით, რომლებიც მწვანე მთებშია ჩასმული. პატარა სოფლები მდინარის ნაპირებზეა განთავსებული.
ქართველები ზამთარში სრიალებენ, ზაფხულობით კი შავი ზღვის სანაპიროზე ირუჯებიან. ქეთრინ ბაბა, ერთ-ერთი სტუმარი ამბობს, რომ საქართველო ძვირფასეულობის ზარდახშას ჰგავს. როგორც ჩანს, კოკო შანელი საქართველოთი იყო შთაგონებული. როდესაც სამკაულის ორიგინალურ ხაზს ქმნიდა“ - წერს მწერალი.
"შენ შეგიძლია თბილისი მთლიანად ერთ დღეში ნახო . მოიარო ძველი ქალაქი, ჩაჯდე საბაგიროში, ნახო ნარიყალა, გოგირდის აბანოები, იშოპინგო, ეწვიო "გაბრიაძის კაფეს", ისადილო ფუნიკულიორზე.
მაგრამ არსებობს რამდენიმე იშვიათი რამ, რისი ნახვაც ნამდვილად ღირს. მაგალითად, შეგიძლია დაესწრო ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" რეპეტიციას, რაც ძალიან ამაღელვებელია. აი , თურმე სად იმალებიან ეს ბრწყინვალე, მაღალი, მოქნილი, მუქთმიანი, სიმპათიური ბიჭები. მე მათ მივაგენი. ეს ბიჭები ისეთივე ფენომენალურები იყვნენ, როგორც ის მეომრები, ვისაც განასახიერებდნენ. ვეწვიეთ „სამოსელი პირველის“ კომპანიას, რომელიც ხელს უწყობს ქართული ტრადიციული კოსტიუმების შენარჩუნებას. ერთ-ერთი მოდის კვირეულის ბოლო დღესაც მეცვა - ეს იყო ძალიან საამაყო მომენტი ჩემთვის“ - აღნიშნავს ფოტოგრაფი.
"რაც შეეხება მოდას, ქართველები საკმაოდ ნიჭიერები არიან, ჩემი შთაბეჭდილებები ძალიან პოზიტიური იყო. მათი უკრაინელი კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც ავნაგარდული და მუქი სტილით გამოირჩევნიან, ქართველი დიზაინერების ფერები თბილი და ახალგაზრდულია.
დროც არ მქონდა ყველაფერი მენახა. აქ ხალხი საოცრად გულუხვი და სტუმართმოყვარეა. როგორც თვითონ ამბობენ "სტუმარი ღვთის საჩუქარია“. ისინი გმასპინძლობენ საოცარი საკვებით და ღვინით, გჩუქნიან საჩუქრებს. საქართველოში რამდენიმედღიანი სტუმრობისას 5 ფუნტითაც კი მოვიმატე.
ენა ძალიან ძალიან რთულია, ანბანი მით უარესი, ფასები კი ძალიან დაბალია. ქართული ეკონომიკა არც თუ ისე კარგ დღეშია, რადგან ქვეყანას არ აქვს განსაკუთრებული რესურსები, გარდა სოფლის მეურნეობისა.
და ბავშვები? ისინი ერთობიან როგორც 1999-ში. მინდა კვლავ დავბრუნდე აქ ზაფხულში, ვეწვიო შავ ზღვას და ვნახო მეტი ადგილი ქალაქგარეთ. ახლა კი, კმაყოფილი ვარ ამ გამოცდილებით და იმ ფოტო-ვიდოებით, რომლებიც გადავიღე"- წერს ფოტოგრაფი.
მასალის გამოყენების პირობები