„საგურამოჰესის“ მშენებლობა დაიწყო - ვიცეპრემიერი ადგილობრივი ბიზნესის გააქტიურებაზე მიუთითებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:54, 07 Dec, 2015     619
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, „საგურამოს“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ.

„საგურამოს“ ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 4,4 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი 32 მლნ.კვტსთ. „საგურამოჰესის“ ექსპლუატაციაში გაშვება 2016 წლის ბოლოსათვის იგეგმება და მასში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 10,5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

კომპანიას უკვე მიღებული აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ნებართვა და დაწყებულია მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები - სამანქანო დარბაზის მშენებლობა და სადაწნეო და გამყვანი მილსადენების მონტაჟი.

ჰიდროელექტროსადგურისათვის ტურბინას, გენერატორს და დამხმარე მოწყობილობებს ავსტრიული კომპანია ANDRITZ HYDRO SAS დამზადებს.

ჰესი მთელი წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს, რაც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ზამთრის დეფიციტი.

მომავალში შესაძლებელია ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენება.

“ მისასალმებელია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გააქტიურდა ადგილობრივი ბიზნესი ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების მიმართულებით. ეს რა თქმა უნდა გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ გავამარტივეთ გარკვეული რეგულაციები, შევამსუბუქეთ, უფრო მარტივი გავხადეთ, ინვესტიციების განხორციელება და დღეს რა თქმა უნდა საამაყოა ის, რომ გარდა უცხოელი ინვესტორებისა, რომელთაც ძალიან დიდი ინტერესები აქვთ ამ დარგში ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით, აქტიურად არიან ჩართულები ქართველი ბიზნესმენებიც. საგურამო თითოეული ჩვენი თანამემამულისთვის ასოცირდება დიდ ილია ჭავჭავაძესთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის პროგრესზე და განვითარებაზე ზრუნავდა.

ახალი ტექნოლოგიური აღჭურვით, ეკოლოგიურად უნაკლო ჰესის აქ აშენება არის ერთგვარი დასტური იმ დიდი იდეებისა და სწრაფვებისა , რაზეც ბოლო ორი საუკუნეა ჩვენი ქვეყნის პროგრესულად მოაზროვნე საზოგადო მოღვაწეები ოცნებობდნენ. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩართული იყო ამ პროექტში და მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ პროექტის განხორციელებაში. არ არსებობს ქვეყნის წინაშე დიდი და პატარა დამსახურებები ყველაფერი თუნდაც, რამდენიმე ადამიანის საკეთილდღეიდ გაკეთებული არის შემადგენელი ერთი საერთო დიდი საქმის. ჩვენ ვაშენებთ წარმატებულ ქვეყანას, წარმატებულ საქართველოს! ” - განაცხადა კახა კალაძემ .






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42