კაცები ძალადობის წინააღმდეგ - ცნობილი ქართველი კაცები საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებენ
საზოგადოება - 11:10, 07 Dec, 2015     2441
კაცები ძალადობის წინააღმდეგ - ამ იდეის გარშემო ცნობილი ქართველი კაცები საზოგადოებრივ მოძრაობას იწყებენ. მოძრაობას „ჩვენ“ ჰქვია და მისი პრეზენტაცია 7 დეკემბერს სასტუმრო “Rooms თბილისში“ გაიმართება.

ახალი საზოგადოებივი მოძრაობის მიზანია ხელი შეუწყოს ერთი მხრივ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობასთან და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლას და მეორე მხრივ გენდერული თანასწორობის მიღწევას საქართველოში. მოძრაობა ქართველ სპორტსმენებს, მწერლებს, ხელოვანებს, ბიზნესმენებს და სხვა პროფესიის წარმომადგენელ კაცებს გააერთიანებს.

პრეზენტაციას მოძრაობის წევრები - ქართველი მორაგბეები, წყალბურთელები, ფეხბურთელები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ბიზნესმენები, სახელმწიფო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. პრეზენტაციაზე ისინი მისიას, ხედვას და იმ გეგმებს წარადგენენ, რომელთა განხორციელებაც მოძრაობის ფარგლებში იგეგმება. ნაჩვენები იქნება პირველი ვიდეორგოლიც. სტუმრებს იქვე ექნებათ მოძრაობაში გაწევრიანების შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები ის ადამიანები არიან, რომლებიც 2010 წლიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ და აქტიურად არიან ჩართულები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში.

ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ტარდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42