თალაკვაძის მიმართვა ,,მემარჯვენე (საჭიან)“ მძღოლებს - ,,თქვენ შეცდომაში ხართ შეყვანილი“
საზოგადოება - 16:18, 06 Dec, 2015     7341
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებისა და არასამთავრობოთა აქციას სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა. თალაკვაძე საკუთარ მიმართვაში აცხადებს, რომ მძღოლები შეცდომაში არიან შეყვანილი.

"მინდა მივმართო მემარჯვენე(საჭიანი) პროტესტის მონაწილეებს:

ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, მშვიდად ატარეთ თქვენი ავტოები, მათ არავინ ეხება. შეგიძლიათ მომავალში გაყიდოთ და მარცხენით შეცვალოთ. შეგიძლიათ სპორტული შეჯიბრისთვის გამოიყენოთ. ვისაც უკვე ნაყიდი გყავთ და გზაშია ისინიც დაირეგისტრირებთ უპრობლემოდ. იაპონიიდანაც შეძლებთ მარცხენასაჭიანი მანქანების ჩამოყვანას ყოველთვის. თუ ვინმე მოგიწოდებთ იმის დასაცავად და მოსაპოვებლად, რაც უკვე გაქვთ - თქვენ შეცდომაში შეყავხართ.

აქციაზე სჯობს განიხილოთ რომელი ავტომობილებით უნდა იარონ თქვენმა შვილებმა ხვალინდელ საქართველოში? საით უნდა დაიგეგმოს მოძრაობა ჩვენს ქვეყანაში თუ კი ორივესაჭიანი მანქანები მალე გათანაბრდება? უნდა ვუყიდოთ თუ არა ცოლებს, ქმრებს და შვილებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი როცა ჩვენ მარცხენასაჭიანს ვარჩევთ ჩვენთვის? თუ მარჯვენა/მარცხენას აღრევა გზებზე სრულიად უსაფრთხოა, მაშინ სხვა ქვეყნებმა რატომ არ შეურიეს ავტოპარკი აქამდე?

ჩემს პირად სატრანსპორტო საშუალებას - მოტოციკლეტს, საჭე არც მარცხნივ აქვს და არც მარჯვნივ, თუმცა მაშინაც კი, როცა ავტომობილი ძალიან მინდოდა და ფული არ მყოფნიდა - მარჯვენასაჭიანი არ მიყიდია... რადგან ჩემი ქვეყანა მარცხენა სტანდარტს აღიარებდა.

ღიად დაუჭირეთ მხარი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას - ეს პროგრამა მხოლოდ მარჯვენასაჭიან მანქანებს არ ეხება და ბევრი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა შეგვიძლია ერთად,"-წერს თალაკვაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42