,,მოგვხედეთ!“ - რუსეთიდან მომავალი 1000-მდე მანქანის მძღოლი დახმარებას ითხოვს
საზოგადოება - 15:59, 06 Dec, 2015     9145
რუსეთიდან მომავალი ასეულობით სატვირთო მანქანის მძღოლი დახმარებას ითხოვს. უამინდობის გამო ისინი ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტამდე ვერ მოდიან. ამის შესახებ ,,ნიუპოსტს“ თავად მძღოლებმა სატელეფონო საუბრისას განუცხადეს. ისინი უკვე 5 დღეა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არიან შეყოვნებული და გზის გაუწმენდაობის გამო საქართველოს მხარეს გადმოსვლას ვერ ახერხებენ. როგორც ,,ნიუპოსტს“ ერთ_ერთმა სატელეფონო საუბრისას განუცხადა, მათ ეუბნებიან, რომ შეუძლებელია ლარსზე გადმოსვლა, რადგან გზა გაწმენდილი არ არის.

,,მოხედთ ყაზბეგისკენ ხალხი იღუპება... ერთი კვირაა ვდგავართ საბაჟოსთან და კაცი არ გვკითხულობს არავინ. ჩვენ სატვირთო მანქანებით ვართ, რუსეთიდან მოვდივართ ტვირთით. ჩვენ გზას ვერ დაადგა საშველი, მარილი ვერ დააყარეს რომ გადმოვიდეთ. როგორ უნდა ვინატროთ ისევ მიშა... 5 დღეა აქ ვდგავართ და არ გვიშვებენ. პატრონი არ გვყავს არავინ. რუსეთის მხარეს ვართ. 800 მანქანაზე მეტი ვართ. მანქანები ვერ მოძრაობენ. რუსეთის საბაჟოს მხარეს ვართ. გვეუბნებიან, რომ საქართველოს მხარე გადატვრთული და უღელტეხილზე ლარსის საბაჟოსკენ არ უშვებენო. საგზაო სამინისტრო რომ არის, გამოვიდეს ერთი და ნახოს ხალხი რა დღეში ვართ... ამათ უნდათ სახელმწიფო ააშენონ. დაახლოებით 10 კილომეტრის სიგრძეზე დგანან მანქანები აქეთ და იქით მხარეს ლარსისკენ რა ხდება არ ვიცი“ - განუცხადა ,,ნიუპოსტს“ ერთ-ერთი ავტონამქანის მძღოლმა ვახტანგ მ.-მა.

,,ნიუპოსტი“ ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან არსებული ვითარების დასადგენად შს სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პრესამსახურში საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეფერხებას არ ადასტურებენ, მათი განმარტებით, ავტომანქანები ჩვეულებრივად გადაადგილდებიან და მათ საბაჟო კონტროლის კუთხით შეფერხება არ აქვთ.

უკავშირდება თუ არა მძღოლების შეფერხება უამინდობის გამო გზებზე არსებულ ვითარებას, დეტალებისთვის ,,ნიუპოსტის“ საგზაო დეპარტამენტს დაუკავშირდა. უწყებაში განგვიმარტეს, რომ ნამდვილად იყო ზვავსაშიშროება. ,,გუშინწინ ღამით ისევ დაიკეტა ქარბუქის გამო და შეუძლებელი იყო გადადგილება. გუშინ გამთენიისას გაიხსნა და უკვე ნელ-ნელა მოხდება გადმოსვლა. მოგეხსენებათ, ზამთრის პერიოდში ეს არის ზვავსაშიში ტერიტორია, იქ 24 სათიან რეჟიმში მორიგეობს ტექნიკა და მათვე უსაფრთხოები გამო პერიოდულად იკეტება, რომ მოხდეს გზის გაწმენდა“ - განაცხადეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42