პროექტ „პროფესიული სამყაროს“ ფარგლებში სტაჟირებისა და დასაქმების ფორუმი გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:44, 06 Dec, 2015     1179

სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ორგანიზებით პროექტ „პროფესიული სამყაროს“ ფარგლებში სტაჟირებისა და დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაესწრო.

ფორუმის მიზანია ახალგაზრდების დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა-პოპულარიზაცია.

ღონისძიებაში კერძო და საჯარო სექტორიდან 40-ზე მეტი ორგანიზაცია მონაწილეობდა. მათ წარმოადგინეს ვაკანსიები სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით. მაგალითად, IT ინჟინერია, ბიზნეს ადმინისტრირება, გაყიდვების მენეჯერი, მარკეტინგის მენეჯერი და ა.შ.

დასაქმების ფორუმში სხვადასხვა უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის (3-4 კურსი) სტუდენტები, მაგისტრანტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ შეთავაზებულ ვაკანსიებს და სასურველ პოზიციებზე საკუთარი მონაცემები დაარეგისტრირეს. მე-2 ეტაპზე დამსაქმებლები თავად შეარჩევენ კანდიდატებს, რომლებიც წარმოდგენილ ვაკანტურ ადგილებს დაიკავებენ.

„ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და დედაქალაქში კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნა თბილისის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ახალი სამუშაო ადგილები და კიდევ უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის გარანტია. თბილისის მერია ზრუნავს ახალგაზრდების პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ჩვენ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა - „დაიწყე კარიერა“ შევთავაზეთ, რომლის ფარგლებშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტებს საშუალება აქვთ გაიარონ 3 თვიანი, არა ანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა თბილისის მერიის შპს-ებსა და ააიპ-ებში. სტუდენტები განათლების პროფილისა და ორგანიზაციის პროფესიული მიმართულებების მიხედვით განაწილდებიან. ამასთან, ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტების წახალისების თვალსაზრისით, თბილისის მერიამ სახელმწიფო უნივერსიტეტების მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სტიპენდიები დააწესა. სწორედ ამიტომ, დღევანდელი ფორუმი, რომელიც „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ორგანიზებით ტარდება, მნიშვნელოვანია, როგორც სამსახურის მაძიებლებისთვის, ასევე დამსაქმებელი ორგანიზაციებისთვის- ვაკანტურ ადგილებზე კვალიფიციური კადრების შესარჩევად“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42