ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა
საზოგადოება - 11:51, 06 Dec, 2015     1103

ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა. შემოსული თანხა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში გადაირიცხება. საღამო ხანუქას დღესასწაულს (ებრაული, ტაძრის განახლების დღესასწაული) მიეღვნა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია ოჯახთან ერთად დაესწრო.

საქველმოქმედო საღამოზე 200 ბილეთი გაიყიდა. ვახშამს ისრაელის დელაგეაციის წევრები, ქართველი და ებრაელი ბიზნესმენები, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შემოსული თანხა საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის ანგარიშზე აკუმულირდა, საიდანაც, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად, დიმიტრი ცინცაძის ფონდში გადაირიცხება.

„ხანუქა გამარჯვების, სიახლის, განახლების სიმბოლოა და ამიტომაც, ჩვენ, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასთან ერთად, გადავწყვიტეთ, დღევანდელი ღონისძიება სწორედ ხანუქას დღესასწაულთან დაგვეკავშირებინა. საქართველოსა და ისრაელს მრავალსაუკუნოვანი, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. ვფიქრობ, რამდენიმე თვის წინ, ჩემი ისრაელში ვიზიტისას ჩვენს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა და მჭიდრო გახდა. ამჟამად ოთხი ერთობლივი პროექტი ხორციელდება, ჯამში 60 მლნ დოლარის ღირებულების. ვცდილობთ, მაქსიმალურად გამარტივდეს ურთიერთობები, შეიქმნას ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო. მინდა, ცალსახად აღინიშნოს, რომ ისრაელთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენი უდიდესი მონაპოვარია. ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის და თბილისის მერია, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალში ეს კავშირი გახდეს უფრო მტკიცე და ურყევი. ასევე, მისასალმებელია, რომ დღევანდელი ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. მოხარული ვარ, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებას შევძლებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქველმოქმედო საღამო საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა, ისრაელის სახლი, ისრაელის ქნესეთი, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი და თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართა. სპეციალურად საქველმოქმედო საღამოსათვის თბილისში ისრაელის დელეგაცია, ქნესეთის ვიცე-სპიკერის ხილიკ ბარის ხელმძღვანელობით ჩამოვიდა.

საქველმოქმედო საღამოზე საუბარი მიმდინარე წელს საქართველო-ისრაელის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე.

საქველმოქმედო ვახშამზე აინთო ხანუქას პირველი სანთელი. დღესასწაული საქართველოში მეთორმეტე წელია აღინიშნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42