სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით:
• საბავშვო ბაღებში, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, აღარ გამოიყენება ალუმინისგან დამზადებული ინვენტარი, რომელიც მიჩნეულია მეორე კლასიფიკაციის საშიშროების ელემენტად და დაუშვებელია ბავშთა კვების მოსამზადებლად.
• საბავშვო ბაღების უმეტესობამ მოაწესრიგა ინფრასტრუქტურა და სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.
• თითქმის ყველა საბავშვო ბაღის სამზარეულოში მოწესრიგდა წყალგაყვანილობა (ცხელი წყალი).
• საბავშვო ბაღებში მოწესრიგდა ჰიგიენური მდგომარეობა, მათ შორის, პერსონალის ჰიგიენა, სურსათის ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, რეცხვა-დეზინფიცირება.
• სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების პერსონალისთვის პერიოდულად ატარებს ტრენინგებს თემაზე „5 გასაღების პრინციპი“, რომელიც სამზარეულოს პერსონალის ჰიგიენის აუცილებელ ნორმებს შეეხება.
• საბავშო ბაღებში სურსათით მომარაგებასთან დაკავშირებით ტენდერების გამოცხადების დროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ტექნიკური სპეციფიკა თანხმდება და ცხოველური წარმოშობის სურსათის მომარაგების პირობები მკაცრად არის რეგლამენტირებული.
საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ობიექტებში არსებული მდგომარეობის განხილვის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






