დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა
საზოგადოება - 16:09, 05 Dec, 2015     1181
ბათუმში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი სამინისტროს სსიპ „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას“ ეწვია. მინისტრი აკადემიის სტუდენტებს შეხვდა და მათ საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე, ტურიზმის სფეროს განვითარების ხელშეწყობასა და საზღვაო სფეროში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე ესაუბრა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე დაათვალიერა საზღვაო აკადემიის ბაზაზე არსებული მეზღვაურთა სასწავლო და საწვრთნელი ცენტრი და თანამედროვე მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, რომელიც მეზღვაურებს საშუალებას აძლევს მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები.

„დღეს საზღვაო აკადემიაში ჩავატარე ლექცია საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და რეფორმების შესახებ. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაწესებულება იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანამ, რომელსაც აქვს უდიდესი საზღვაო ტრადიციები, კიდევ უფრო მეტი ადგილი დავიმკვიდროთ ამ გარემოში. მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მცირე გათვლებით, დღეს მეზღვაურებს მხოლოდ ხელფასის სახით ქვეყანაში შემოაქვთ 180 მილიონი ლარი. ეს არის მინიმალური გათვლები. მე დაშვევებს გეტყვით: 9 000 მეზღვაურია რეგისტრირებული დღეს და რომ დავუშვათ, რომ მათგან 4 000 მუდმივად არის დასაქმებული და მინიმალური ხელფასი აქვთ 1500 დოლარი (ეს მინიმალური გათვლით, რადგან გაცილებით მაღალი ხელფასები აქვთ), ეს არის 180 მილიონის შემოსავალი ჩვენს ქვეყანაში“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა

ბათუმის საზღვაო აკადემიისთვის მუდმივი თანადგომისა და დახმარებისთვის მინისტრმა აჭარის მთავრობას მადლობა გადაუხადა. „აკადემია არის ეკონომიკის სამინისტროს შემადგენელი ნაწილი, ჩვენ აკადემიას კიდევ უფრო მეტად უნდა დავეხმაროთ, რადგან ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც აქ, აჭარაში ქმნის ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს და შემოაქვს დოვლათი“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საქართველოში და სრულიად ამიერკავკასიაში უმნიშვნელოვანესი უმაღლესი სასწავლებელია, სადაც ახალგაზრდები გადიან კვალიფიციურ, საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მომზადებას, რომელიც აუცილებელია მათი შემდგომი დასაქმებისათვის საზღვაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში. აკადემიაში ამჟამად 1877 სტუდენტია, რომელიც აერთიანებს პროფესიული სასწავლებლის, სრული ბაკალავრიატისა და მაგისტრანტ სტუდენტებს, რომელთა შორის 11 უცხოელია.

აკადემიის რექტორის, ირაკლი შარაბიძის ინფორმაციით, ბათუმის აკადემიის საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა დაიკავონ სამეთაურო თანამდებობები საზღვაო სავაჭრო გემების ეკიპაჟებში, საზღვაო კრუინგულ კომპანიებში და სხვა სახელმწიფო თუ კერძო სამსახურებში, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებასთან, კონტროლთან და მართვასთან. მისივე თქმით, აკადემია ხელს უწყობს საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში განლაგებული სხვადასხვა საზღვაო დაწესებულების განვითარებას, რადგან ბათუმის, ფოთის და ყულევის ნავსადგურებთან და სუფსის ტერმინალთან ახლომდებარეობა კარგ პირობებს უქმნის აკადემიის სტუდენტებს მიიღონ სრულფასოვანი სასწავლო პრაქტიკა ხსენებული ნავსადგურების ბაზაზე და უზრუნველყოს ისინი კვალიფიცირებული კადრებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42