მსჯავრდებული ქალბატონების მონაწილეობით რუსთაველის თეატრში სპექტაკლი გაიმართება
საზოგადოება - 12:10, 05 Dec, 2015     780

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და რუსთაველის თეატრი N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული ქალბატონების და რუსთაველის თეატრის მსახიობის გიორგი ზანგურის მონაწილეობით, მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, 13:00 საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლს - „ჩემი მძევალი ანგელოზები“ გამართავენ.

ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე; პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი; მთავრობის წევრები; დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები; უფლებადამცველები; სახალხო დამცველი; მსჯავრდებულები და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები დაესწრებიან.

მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალურად შერჩეულ ჯგუფთან 4 თვის განმავლობაში შემოქმედებითი ჯგუფი - თეატრის რეჟისორი, კინორეჟისორი, დრამატურგი და ფსიქოლოგი მუშაობდნენ. შეხვედრების დროს გამოკვეთილი საკითხების გათვალისწინებით, მსჯავრდებული ქალბატონებისთვის პიესა დაიწერა. პიესის ავტორია ქეთევან პატარაია, დამდგმელი რეჟისორი მანანა კვირკველია. სპექტაკლის შინაარსის მიხედვით, დამნაშავე, რომელიც ბანკის ძარცვის მიზნით მძევლად აიყვანს 8 ქალბატონს და იარაღით ემუქრება, მათი ცხოვრებისეული ეპიზოდების მოსმენის შემდეგ მთლიანად იცვლება. ქალბატონებს თავადაც უზიარებს საკუთარ პრობლემებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და მძევლებს ათავისუფლებს. სპექტაკლში შვიდი მსჯავრდებული და ერთი ყოფილი მსჯავრდებული ქალბატონი მონაწილეობს.

სპექტაკლის პარალელურად, თეატრის ფოიეში მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება 70-მდე ექსპონატი.

მსჯავრდებულთა მონაწილეობით სპექტაკლის პენიტენციური დაწესებულების გარეთ დადგმა უპრეცედენტო შემთხვევაა. მსჯავრდებულებს, რომლებსაც წლების განმავლობაში არ დაუტოვებიათ დაწესებულება, საშუალება მიეცათ რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე ითამაშონ. აღსანიშნავია ისიც, რომ სპექტაკლის მაყურებელთა შორის 80-მდე მსჯავრდებულიც იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42