„საგას“ მიერ „სექსუალური აღზრდის“ სახელით გავრცელებულ რეკლამას ომბუდსმენი გამოეხმაურა
საზოგადოება - 16:36, 04 Dec, 2015     2613

მაღაზიათა ქსელი „საგას“ მიერ „სექსუალური აღზრდის“ სახელწოდებით გავრცელებული რეკლამას სახალხო დამცველი გამოეხმაურა. უჩა ნანუაშვილის თქმით აღნიშნული ვიდეო წარმოადგენს ძალადობრივ ზეწოლას მოზარდის ფსიქიკურ შესაძლებლობებზე და უხეშად არღვევს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებული ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს.

საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს ინტერნეტ სივრცეში მაღაზიათა ქსელი „საგას“ მიერ „სექსუალური აღზრდის“ სახელწოდებით გავრცელებული რეკლამის გამო, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლის სიუჟეტი არ შეესაბამება მოცემული ასაკის როგორც მონაწილე, ასევე, მაყურებელი არასრულწლოვნების შემეცნებითი და ემოციური განვითარების დონეს, შესაბამისად წარმოადგენს ძალადობრივ ზეწოლას მოზარდის ფსიქიკურ შესაძლებლობებზე და უხეშად არღვევს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებული ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს.

საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“ არეგულირებს რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებს. ამავე კანონით, იკრძალება არასრულწლოვანთა გულუბრყვილობისა და გამოუცდელობის ბოროტად გამოყენება და რეკლამაში ისეთი ტექსტის, აუდიო და ვიდეოინფორმაციის მოთავსება, რომელიც არასრულწლოვანს საშიშ ადგილასა და ვითარებაში აჩვენებს. საყურადღებოა, რომ რეკლამაში გადმოცემულია არასრულწლოვნის მძიმე ემოციური მდგომარეობა ბავშვის ღირსებისა და პატივის შემლახველი ფორმით.

გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი (CRC), თავის ზოგად კომენტარში N13, ეხება არასრულწლოვნის დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან, მათ შორის, ინფორმაციის მიწოდებას საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გზით და აღნიშნავს, რომ ბავშვი, როგორც ინფორმაციის მიმღები, შესაძლოა, მოექცეს არასასურველი, აგრესიული, ძალადობრივი, შეცდომაში შემყვანი და პორნოგრაფიული რეკლამის ზემოქმედების ქვეშ. ამასთანავე, ბავშვის უფლებათა კომიტეტი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, უზრუნველყონ არასრულწლოვნების დაცვა მასმედიით გავრცელებული სტიგმის შემცველი, ბავშვის ღირსებისა და პატივის შემლახველი ინფორმაციისგან.

სახალხო დამცველი გმობს ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საზიანო სარეკლამო პროდუქციაში არასრულწლოვანთა მონაწილეობის ფაქტს, ისევე, როგორც მათთვის მსგავსი შინაარსის სარეკლამო პროდუქციის ხელმისაწვდომობას და მიმართავს ამ სფეროში ჩართულ ყველა პროფესიონალს, არ შექმნან ბავშვისთვის არაკეთილსაიმედო მედია გარემო.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სტრუქტურებს, შეისწავლონ აღნიშნული შემთხვევა და მოახდინონ კანონით განსაზღვრული რეაგირება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს მაღაზიათა ქსელ „საგას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აღნიშნული რეკლამის გავრცელება, ბავშვის უფლებების, მისი ჭეშმარიტი ინტერესებისა და არასრულწლოვანთა ნებისმიერი ფორმის ძალადობისა და მავნე ზეგავლენისგან დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42