სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები ევროპის საბჭოს "დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" მონიტორინგის ჯგუფის ექსპერტებს შეხვდნენ
საზოგადოება - 15:03, 04 Dec, 2015     668
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით, საქართველოს 2-3 დეკემბერს ევროპის საბჭოს "დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" მონიტორინგის ჯგუფის ექსპერტები სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“ მონიტორინგის ჯგუფის წევრები პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას კომიტეტის წევრი ლუკა კურტანიძე უძღვებოდა.

ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“ მონიტორინგის ჯგუფის მიერ დანიშნულმა ექსპერტებმა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას სპორტში დოპინგის გამოყენების აღმოფხვრის თაობაზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და დოპინგის გამოყენების პრობლემა აქაც ისევე აქტუალურია როგორც მთელ ევროპაში. მათი ჩამოსვლის მიზანი სწორედ ისაა, რომ კარგად გაეცნონ ვითარებას და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადონ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს აღნიშნული პროებლემა საკანონმდებლო დონეზე.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ევროსაბჭოს ანტიდოპინგური კონვენციის შესრულება მთავრობის საქმეა, თუმცა ქვეყანას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა უნდა გააჩნდეს. კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან ოპერატიულად იმუშაონ შესაბამის კანონპროექტზე. მანამდე კი სპორტის კომიტეტი იმსჯელებს ევროპელი ექსპერტების მიერ შემოთავაზებულ რომელ გზას აირჩევს, არსებულ კანონებში შევა შესაბამისი ცვლილებები თუ ახალი კანონპროექტი შემუშავდება.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ლუკა კურტანიძის თქმით შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დოპინგის მოხმარების პრობლემას ეხებოდა როგორც საქართველოში ასევე, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში. „აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ევროსაბჭოს ექსპერტების რეკომენდაციები, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინიციატივების დონეზე - აღნიშნა ლუკა კურტანიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42