3 დეკემბერს ღამით, რუსეთის ქალაქ ივანოვოში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს 32 წლის "კანონიერი ქურდი" იკა მარტვილსკი (ირაკლი დანელია). დაკავება ქალაქის საბილიარდო "ტრაქეტორიაში" განხორციელდა. დანელიასთან ერთად დაკავებულია კიდევ 10 ადამიანი, თუმცა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი მხოლოდ "მარტვილსკის" აღმოაჩნდა.
იკა მარტვილსკი ოფიციალურად უკრაინის მოქალაქეა და რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ უკვე რამოდენიმე წელია რაც იმყოფება. 2011 წელს ვლადიმირში იყო დანელიას დეპორტირების მცდელობა, მაგრამ მან რაღაც ხერხით თავი დააღწია ამ პროცედურას, რის შემდეგადაც მომთაბარესავით რუსეთის ცენტრალურ ნაწილში გადაადგილდებოდა.
"კანონიერ ქურდად" იკა მარტვილსკი მისმა თანამემამულე ბაგრატ ფანცულაიამ გასული წლის იანვარში, საბერძნეთში "აკურთხა". აღსანიშნავია, რომ იკა მარტვილსკი დღემდე არასდროს ყოფილა საპატიმრო დაწესებულებაში.
მასალის გამოყენების პირობები