მისი ინფორმაციით, ინვესტიციები განხორციელდა როგორც არსებულის რეაბილიტაციაში, ასევე ახლის მშენებლობაში.
თუმცა როგორც მინისტრი ამბობს, ამის მიუხედავად ენერგეტიკული რესურსების დიდი ნაწილი ასათვისებელია.
„ყოველივე ეს მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, ასევე, დამატებითი კერძო ინვესტიციების მოზიდვისთვის ამ სფეროში. ხოლო დღეს არსებული დადგმული სიმძლავრეებიდან უკვე ლიცენზირებულ სიმძლავრეებამდე რომ მივიდეთ, საქართველოში უნდა განხორციელდეს 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციები. ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ შემდგომი ათი წლის განმავლობაში უკვე არსებულ კონტრაქტებში ჩვენ ყოველწლიურად საშუალოდ 700 მილიონი დოლარის ინვესტიციები გვექნება. მიუხედავად ამისა, საქართველოს ჰიდრო, ისევე როგორც ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსების დიდი ნაწილი არის ასათვისებელი, შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია, შავი ზღვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის მშენებლობა, რაც საშუალებას აძლევს ქვეყანას, ჩაერთოს ერთიან ენერგეტიკულ სისტემაში და ელექტროენერგიით მოამარაგოს ევრკავშირის წევრი ქვეყნები“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






