ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს საქველმოქმედო საახალწლო გამოფენა-გაყიდვა
საზოგადოება - 17:07, 03 Dec, 2015     1789

ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს ტრადიციული, საქველმოქმედო საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება 5 დეკემბერს, შაბათს დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში. ღონისძიების მიზანია გამოფენა-გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა მოახმაროს მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს და საქართველოს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს: ქართველი და სხვა მრავალი ქვეყნის სხვა და სხვა ხელოვნების დარგის წარმომადგენელი, 30- მდე საელჩო და საერთაშორისო მისია: აზერბაიჯანი, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, გერმანია, დანია, ესტონეთი, ესპანეთი,თურქეთი, იაპონია, ირანი, იტალია, ლიტვა, ლატვია,ნიდერლანდები, პოლონეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, ჩინეთი, ყატარი.

სახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ საახალწლო საჩუქრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ქართველ და უცხოელ ხელოვანთა საავტორო ნამუშევრები და დააგემოვნონ ინტერნაციონალური სამზარეულო. ასევე, ბავშვებს ელოდებათ სანტა კლაუსი ტრადიციული ფოტოს გადასაღებად.

IWAG წარმოადგენს არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციას და ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მსოფლიო ქსელის ნაწილს. ასოციაცია ცდილობს გააღრმავოს მისი უცხოელი წევრების მიერ საქართველოს და ქართული კულტურის შეცნობა და გაუადვილოს მათ მშობლიური ქვეყნებიდან შორს ცხოვრება და მუშაობა. IWAG ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს და მისი მთავარი მიზანია საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42