კომპანია "თელასის" განცხადებით დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 4 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
დიდუბის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, მიქელაძის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, რკინიგზის, მახალდიანის და რევაზ ურიდიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, ლილოს დასახლების, ქიზიყის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, აბესაძის, საიათნოვას, კუფტინის, ლერმონტოვის, გრიგოლ ხანძთელის, ბერიძის, ანტონ კათალიკოსის, ბეთლემის, გომის, ჯვარედინის, თუმანიანის, თონეთის, იერუსალიმის, ასკანის და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, იასამნის, ქავთარაძის, თამარაშვილის და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






